სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ საკუთარ არენაზე „პორტლენდ ბლეიზერსს“ უმასპინძლა და 121:118 მოუგო.
მამუკელაშვილმა 18.42 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო კი არაზუსტად ისროლა. პასივში მხოლოდ დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის დროს „ტორონტომ“ მეტოქეზე ორი ქულით მეტი ჩააგდო.
მამუს გუნდს ამჟამად 22 მატჩიდან 15 აქვს მოგებული და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე ადგილზე დაბრუნდა. „ტორონტო“ მომდევნო მატჩს 5 დეკემბერს, შინ, „ლეიკერსთან“ ითამაშებს.






