Fernando Torres, Head Coach of Atletico de Madrid B, looks on during the Primera RFEF Group 2 match between Atletico de Madrid B and Real Madrid...„ატლეტიკოს’’, „ლივერპულისა’’ და „ჩელსის’’ ყოფილი თავდამსხმელი, ჩემპიონთა და ევროლიგების გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ტორესი „ატლეტიკოს’’ სარეზერვო გუნდის მწვრთნელი გახდა. მან Radioestadio Noche de Onda Cero-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

Raul Gonzalez, Head Coach of Real Madrid Castilla, interacts with Fernando Torres, Head Coach of Atletico de Madrid B, prior to the Primera RFEF...ლუის არაგონესის შესახებ: ის იყო ადამიანი რომელმაც ფეხბურთის შესახებ ყველაზე მეტი მასწავლა.

Fernando Torres of Liverpool Legends celebrates scoring his team's fourth goal during the LFC Foundation charity match between Liverpool FC Legends...მწვრთნელის პოზიციიდან უფრო ძნელია ლაპარაკი თუ ფეხბურთელის პოზიციიდან: მთავარია გულწრფელი იყო. როდესაც რაიმეს გულით ამბობ, ნაკლებ შეცდომას უშვებ.

Fernando Torres of Atletico de Madrid reacts during his farewell ceremony after the La Liga match between Atletico Madrid and Eibar at Wanda...ფერნანდო ტორესი მწვრთნელი თუ განსხვავდება ფერნანდო ტორესი ფეხბურთელისგან: როდესაც ახალ გზაზე დგები სწავლისთვის უნდა მოემზადო, თუმცა პიროვნება რასაკვირველია ძველი რჩება.

როგორია მწვრთნელობა: მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი ვინც ამბობდა, რომ მწვრთნელი არასდროს გახდებოდა, მაგრამ კარიერის ბოლოს ფეხბურთს უკვე სხვანაირად ვხედავდი. გამიმართლა, რადგან კარიერის განმავლობაში დიდებული მწვრთნელები მყავდა. მინდა ისეთი მწვრთნელი გავხდე როგორსაც ფეხბურთელობისას თავად ვისურვებდი; რომელიც გისმენს და შენზე როგორც ადამიანზე ზრუნავს. სამწვრთნელო საქმის სწავლის პროცესში მივხვდი, რომ მართლა შემიძლია ასეთი გავხდე და ამიტომ რასაც ახლა ვაკეთებ, ძალიან მსიამოვნებს.

„ატლეტიკოს’’ სათავეში ჩადგომა: იმედი მაქვს, თუ შესაძლებლობა იქნება ერთ მშვენიერ დღეს დიდი „ატლეტიკოს’’ მწვრთნელიც გავხდები. საბოლოოდ ყველაფერს დაუღალავი შრომა განაპირობებს, მაგრამ ამწუთას ერთი სული მაქვს როდის გათენდება ხვალინდელი დღე და როდის წავალ ჩემს ფეხბურთელებთან ვარჯიშის ჩასატარებლად.

იურგენ კლოპის შესახებ: კლოპი ჩემთვის სამაგალითოა. მისი გუნდები ისეთ ფეხბურთს თამაშობენ როგორის ყურებაც მიყვარს. ესაა ინგლისური ფეხბურთი: მიმართულება მოედნის ერთი ბოლოდან მეორისკენ; პასები; იქ ყველა ფეხბურთელი ბრძოლაშია და სულ რაღაც ხდება. მე კლოპთან ჩასვლის შესაძლებლობა მომეცა და ერთი კვირა, რომელიც მასთან გავატარე ნამდვილი მასტერკლასი იყო. მე მივხვდი რა როგორ კეთდება და ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ყველა სამწვრთნელო კურსი ერთად აღებული. მართალია ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ კლოპმა მიმიწვია, ნება დამრთო მენახა როგორ მუშაობს. მან შემიყვანა გასახდელში, დამასწრო ტაქტიკურ გარჩევებს, სასტუმროში შეკრებებს, ვიდეოჩანაწერების გარჩევებს, ვარჯიშებს. წინასწარ ორმოცდაათი კითხვა მქონდა ჩამოწერილი, მაგრამ ორ წუთში მივხვდი, რომ ეს ფურცელი აღარ მჭირდებოდა. ზუსტად გავიგე რის თქმაც უნდოდა მას. გამაოცა რა მარტივად აღიქვამდა საკუთარ სათამაშო სტილს.

დიეგო სიმეონე: ის ტოპ-დონეზე ჩემი ბოლო მწვრთნელი იყო. ჟინი, რომლითაც სიმეონე მუდამ არის ანთებული, ფასდაუდებელი გახლავთ. მის შემთხვევაში საკვანძო მომენტი სწორედ ჟინია. თანაგუნდელებს რომ გადახედავ და ამ ჟინს მათ თვალებშიც შეამჩნევ,  მწვრთნელს სადაც გინდა გაჰყვები.

ვენაში (ევრო 2008-ის ფინალში, გერმანიის ნაკრების კარში) გატანილი გოლი: ეს იყო ჩემი კარიერის მთავარი გოლი, რომელმაც ცხოვრება შემიცვალა. ჩვენ ჩავედით ცნობისწადილით. გვინდოდა გაგვეგო რის შნო გვქონდა, ლუის არაგონესმა კი საკუთარი ძალების რწმენა ჩაგვინერგა.

ჩაბი ალონსო: მან დაამტკიცა, რომ დიდი მწვრთნელია. ის დიდებული ბიჭიცაა. საერთოდ, მწვრთნელობისკენ ნახევარმცველები უფრო არიან მიდრეკილები, რადგან მოედანზე განკარგულებების გაცემა მათთვის უცხო არ არის.

ლამინ იამალის და მისი ახალგაზრდობის შედარება: ლამინი და გარემოზე მისი გავლენა სულ სხვაა. სიამოვნებით ვუამბობდი ჩემს ამბავს, მაგრამ არ ვიცნობ. ასეთი პოტენციალის ახალგაზრდას სხვას ვერც კი ვიხსენებ. მესი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ დღეს ლამინის გავლენა ისეთია, რომ ამით სიამოვნება უნდა მივიღოთ და მხარი დავუჭიროთ მას.

სოციალურ მედიაში: ვინც მაკრიტიკებს ავიწყდება, რომ მაშინ 17 წლის ვიყავი და ისე ვიქცეოდი როგორც 17 წლის ბიჭები იქცევიან. საერთოდ კი ძველმოდური კაცი ვარ. სოცმედიაში მაინცდამაინც არ ვაქტიურობ.

კოკე: კოკე „ატლეტიკოს’’ ფეხბურთელის საუკეთესო მაგალითია. ის ლიდერია. როდესაც კოკეს ვუყურებ აღფრთოვანება მეუფლება.

ავტოგრაფები: ერთხელ, როდესაც ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი, დიდი გუნდის ფეხბურთელებს შევხვდით და ერთმა მათგანმაც კი არ მოგვცა ავტოგრაფი. მაშინ დედაჩემმა მითხრა, შენ ასეთი რაღაც არასდროს გააკეთოო და მეც ყოველთვის ყველას ვუწერ ხელს.

მწვრთნელებს სამსახურებიდან აგდებენ: არ მეშინია. როგორც ფეხბურთელმა ყველა ოცნება ავიხდინე და ახლა მსურს გუნდის გაწვრთნა ვისწავლო.