„მალიორკასთან’’ მძიმე ბრძოლაში 2:1 გამარჯვების წყალობით ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოულოდნელი პრეტენდენტი „ვილიარეალი’’ ნოემბერს გარანტირებულად ოთხეულში ჩაამთავრებს. ჟორჟ მიქაუტაძის გუნდმა შიდა სარბიელზე უკვე მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო. ის ლიდერ „ბარსელონას’’ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ქართველი ფორვარდი, რომელმაც ტრავმის გამო ეროვნული ნაკრების ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა, მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. როგორც AS წერს, მას „მალიორკასთან’’ შეხვედრაში არ გაუმართლა, ფინელმა მეკარემ ლუკას ბერგსტრომმა გამარჯვების გოლი არ გაატანინა.

ანგარიში მე-6 წუთზე მასპინძელმა ხერარდ მორენომ გახსნა, მე-8 წუთზე პორტუგალიელმა სამი კოშტამ გაათანაბრა, 83-ე წუთზე კი სტუმრების უხეში შეცდომით კანადელმა ტანიტულოვა ოლივასეიმ ისარგებლა და ბურთი ქუსლით შეაგდო მალიორკელთა კარში.