Giorgi Mamardashvili of Liverpool looks on prior to the Premier League match between Liverpool and Nottingham Forest at Anfield on November 22, 2025...„ნოტინგემ ფორესტთან’’ „ლივერპულის’’ 0:3 საშინაო მარცხის შემდეგ გაზეთი „ლივერპულ ექო’’ იხსენებს შარშანდელ ამბავს: არნე სლოტის გუნდი „ფორესტმა’’ 2024-ს სექტემბერშიც დაამარცხა, ოღონდ 0:1 და ეს წაგება „წითლების’’ გულშემატკივრებს სიცილად არ ეყოთ. ისინი თავიანთ უპირატესობაში დარწმუნებულები იყვნენ. დღეს კი „ენფილდ როუდზე’’ აღარავის ეცინება.

Alisson Becker of Liverpool applauds the fans following the Premier League match between Liverpool and Nottingham Forest at Anfield on November 22,...22 ნოემბრის შეხვედრას ტრიბუნიდან „ლივერპულის’’ თავმჯდომარე ტომ ვერნერი ადევნებდა თვალს. ამიტომ, როგორც გაზეთი წერს, გუნდმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ცუდი მარცხისთვის დრო არასწორად შეარჩია. სტატისტიკურად „ენფილდზე’’ სამბურთიანი სხვაობით მარცხი უტოლდება 2005 წელს „ჩელსისთან’’ და 2021 წელს „მანჩესტერ სიტისთან’’ წაგებებს, მაგრამ იმ შეხვედრებში მეტოქეები გასავარდნთა ზონიდან არ იყვნენ.

„ლივერპულმა’’ ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქის მარტივ მიდგომას: ჩაჯექი დაცვაში, ითამაშე კონტრ-შეტევაზე და შეეცადე მაქსიმალური სარგებელი ნახო სტანდარტული მდგომარეობებიდან. შედეგად „წითლებმა’’ იწვნიეს პრემიერლიგაში 7 შეხვედრიდან მეექვსე, ყველა შეჯიბრებაში კი 11 შეხვედრიდან მერვე მარცხი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ლივერპულმა’’ „არსენალის’’ დაწევაზე ფიქრს თავი უნდა დაანებოს და იმაზე იფიქროს, რომ თავადაც სახიფათო ზონაში არ აღმოჩნდეს.

„ლივერპულმა’’ 12 ტურში 20 გოლი გაუშვა. მასზე მეტი გაუშვეს მხოლოდ „ვესტ ჰემმა’’, „ვულვერჰემპტონმა’’ და „ბარნლიმ’’. ასეთი ცუდი სტატისტიკა მერსისაიდელებს 1992 წლის მერე არ ჰქონიათ. მათ ზედიზედ სამი და მეტი გოლით 1965 წლის შემდეგ არ წაუგიათ.

„ლივერპულ ექო’’ წერს, რომ ყველაზე ცუდი მაინც სტატისტიკა კი არა, ის არის, თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი ცოცხლად. სლოტის გუნდმა 33-ე წუთზე გაშვებულ გოლს სათანადოდ ვერ უპასუხა. გაზეთი ამბობს, რომ მართალია ბრაზილიელმა მურილიომ ისეთი გოლი გაიტანა, რომელსაც VAR-ზე ხანგრძლივი შემოწმება დასჭირდა (გასარკვევი იყო იმყოფებოდა თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში დან ნდოიე), მაგრამ ლივერპულელებს ძალების მოკრება მაინც სხარტად მართებდა. გასაკვირი არ არის, რომ ამ ეპიზოდზე ბევრს გაახსენდა ვირჯილ ვან დაიკისარჩათვლილი  გოლი წინა ტურში, „მანჩესტერ სიტის’’ კარში. არც ის არის გასაკვირი, რომ ბევრმა უიღბლობაზე დაიწყო ლაპარაკი ― ცუდი ბედი „წითლებს’’ მაისში ჩემპიონის ტიტულის მოპოვების მერე განუწყვეტლივ სდევთ, მაგრამ ეს უილაჯოდ თამაშის გამართლება არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ პირველი გოლის გაშვების შემდეგ გუნდი უნდა გატყდეს.

მოჰამედ სალაჰი ისევე როგორც წინა შეხვედრებში მეტწილად უკბილოდ უტევდა. გაზეთის აზრით გუნდს კვლავ ძალიან აკლდა ფლირიან ვირტცი, რომელსაც ზაფხულში „ლივერპულის’’ გადასვლის შემდეგ გაუთავებლად აკრიტიკებენ. და კიდევ, ერთთვიანი არყოფნის შემდეგ სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა ალექსანდერ ისაკი, რომელიც პირველ 15 წუთში ბურთს მხოლოდ ერთხელ (!) შეეხო. 68-ე წუთზე, როდესაც ის შეცვალეს, შვედს ბურთთან შეხების რაოდენობა თხუთმეტამდე ჰქონდა აყვანილი. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ „ლივერპულის’’ დებიუტანტს ახალ გუნდში პირველი 4 შეხვედრა 1906 წლის მერე არ წაუგია. შეგახსენებთ, რომ ისაკში ინგლისის ჩემპიონმა 145 მილიონი ევრო გადაიხადა.

„ლივერპულ ექო’’ წერს, რომ მარტო ცალკეული მოთამაშეების კრიტიკა საკმარისი არ არის. კონორ ბრედლისა და ჯერემი ფრიმპონგის არყოფნამ, რასაც ჯო გომესის სასტარტო შემადგენლობაში ჯიუტად არდაყენება ემატება, დომინიკ სობოსლაი კვლავ მარჯვენა ფრთაზე გადაწია და გუნდმა უფრო 4-3-3 ითამაშა ვიდრე 4-2-3-1. შედეგად, ნახევარდაცვა ანუ გუნდის ძრავა ეფექტური აღარ იყო. ალექსის მაკალისტერი და რაიან გრავენბერხი საუკეთესო ფორმისგან შორს არიან. ამას მოჰყვა რიგი პრობლემები, რამაც საბოლოოდ ლივერპულელთათვის უკიდურესად ცუდი შედეგი მოიტანა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობის აღწერას აქ აღარ შევუდგებით.

ჩვენი მხრივ „ლივერპულ ექოს’’ მოსაზრებებს დავამატებთ, რომ „ნოტინგემ ფორესტთან’’ შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდა მეკარე ალისონ ბეკერი ანუ გიორგი მამარდაშვილი სათადაიგოთა სკამზე დაჯდა,  ქართველი გოლკიპერის დაჯდომამ და ალისონის დაბრუნებამ გუნდის თამაში და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვერ გამოასწორა, რასაც ასე ელოდა სრულიად მერსისაიდი.