Gennaro Gattuso of Italy react with disappointment during the FIFA World Cup 2026 qualifier match between Italy and Norway at San Siro Stadium on...ხუთშაბათს ფიფამ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფის წილისყრა ჩაატარა. 48 ფინალისტიდან 42 ცნობილია, ექვსის ვინაობაღა დარჩა გასარკვევი. თეორიულად ფლეი-ოფში ყველაზე იოლი გზა იტალიის ნაკრებს ერგო: ჯერ ჩრდილოეთ ირლანდია, შემდეგ კი უელსსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის გამარჯვებული, თუმცა ჯობს თანმიმდევრულად მოვყვეთ.

16 ევროპული ნაკრებისგან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ, შედგა ოთხი მიკრო-შეჯიბრება. თითოეულ მათგანში გაიმართება ორი თითომატჩიანი ნახევარფინალი და ფინალი. მართალია ფიფამ განთესვის ხერხი გამოიყენა და რეიტინგზე დაყრდნობით სცადა ძლიერი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთისთვის აეცილებინა, მაგრამ უკრაინისა და შვედეთის ასევე თურქეთისა და რუმინეთის წყვილები მაინც იპყრობენ ყურადღებას.

ქაღალდზე საინტერესო ფინალებია მოსალოდნელი: იტალია-უელსი და თურქეთი-სლოვაკეთი. შეხვედრები გაიმართება 2026 წლის 26 და 31 მარტს.

A გეზი

იტალია – ჩრდილო ირლანდია; უელსი – ბოსნია და ჰერცეგოვინა

B გეზი

უკრაინა – შვედეთი; პოლონეთი – ალბანეთი

C გეზი

თურქეთი – რუმინეთი; სლოვაკეთი – კოსოვო

D გეზი

დანია – ჩრდილოეთ მაკედონია; ჩეხეთი – ირლანდია

საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფებთან დაკავშირებით ასეთი ამბავია: ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ერაყი და კონგო ნახევარფინალს გამოტოვებენ. ნახევარფინალებში შეხვდებიან: ახალი კალიდონია იამაიკას, ხოლო ბოლივია სურინამს. პირველი წყვილის გამარჯვებული ფინალში ეთამაშება კონგოს, მეორე წყვილის გამარჯვებული კი ერაყს. მატჩები 23-31 მარტს გვადალახარასა და მონტერეიში გაიმართება.