კვირას ნიგერიის ნაკრები კონგოსთან დამარცხდა (1:1; 3:4 პენ) და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი დაკარგა. ნიგერიელთა გაცეცხლებული მწვრთნელი 48 წლის მალელი ერიკ ჩელი კონგოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრების საცემად გაიწია. მიზეზი: ჩელს მოეჩვენა, რომ მეტოქის ბანაკში ვიღაც ჯადოქრობდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც ვიდეოში ხედავთ, „ლანსის’’ ყოფილი ფეხბურთელი მოულოდნელად მოწინააღმდეგე გუნდის სათადარიგოთა სკამისკენ გავარდა. მანამდე, რამდენიმე წამით ადრე მას თავისი ერთ-ერთი თანაშემწე იჭერდა, შემდეგ კი მეტოქე გუნდის მწვრთნელმა სებასტიან დესაბრემ გადაუღობა გზა. რამ გამოიწვია ჩელის გაცეცხლება?

„მთელი პენალტების სერიის განმავლობაში კონგოს ნაკრების ერთი წარმომადგენელი ვუდუს შელოცვებს აკეთებდა. არ გაჩერდა, არ გაჩერდა, არ გაჩერდა… ამიტომაც დავკარგე მოთმინება. რა დავინახე? რაღაც ასეთი… ― და ჩელმა ის მოძრაობები გაიმეორა, რომლებიც მოწინააღმდეგის ბანაკში შეამჩნია.