Amsterdam, Netherlands Donyell Malen of the Netherlands shoots on goal and scores the 4-0 during the FIFA World Cup 2026 qualifier match between...ორშაბათს გაირკვა, რომ ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასულებს შეემატნენ ოთხგზის ჩემპიონი გერმანია და სამგზის ფინალისტი ნიდერლანდები.

გერმანელებმა A ჯგუფში სტატუსის საკადრისად გაიმარჯვეს ― პირველ ადგილზე გავიდნენ და პირდაპირი საგზური მოიპოვეს. ფლეი-ოფში მათ მიერ 6:0 დამარცხებული სლოვაკეთი ითამაშებს. ანგარიში მე-18 წუთზე ნიკ ვოლტემადემ გახსნა, შემდეგ  კი „ჰოფენჰაიმის’’ მეკარე ოლივერ ბაუმანმა იხსნა ბუნდესმანშაფტი გოლის გაშვებისგან. ამას მოჰყვა სერჟ გნაბრის გოლი, ლერუა სანეს ორი შედეგიანი დარტყმა ხუთწუთიან მონაკვეთში, შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესული რიდლე ბაკუს მეხუთე გოლი და დებიუტანტი ასან უედრაოგოს მეექვსე. ასან უედრაოგო 19 წლის ნახევარმცველია, რომელიც „ლაიფციგში’’ თამაშობს. მამასისი ალასან უედრაოგო ზემო ვოლტაში დაბადებული ვეტერანი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ითამაშა „შარლერუაში’’, „კიოლნში’’, „ფორტუნა კიოლნში’’ და სხვა გუნდებში. მას ბურკინა ფასოს ნაკრებში 33 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

ამავე ჯგუფში ჩრდილო ირლანდიამ ლუქსემბურგს 1:0 აჯობა.

ჰოლანდიამ კი G ჯგუფში ლიეტუვას 4:0 სძლია. ანგარიში მე-16 წუთზე „მანჩესტერ სიტის’’ ნახევარმცველმა ტიჯანი რაინდერსმა ბარსელონელი ფრენკი დე იონგის პასით გახსნა და იმ წამიდან მოყოლებული ეჭვი არავის გასჩენია, რომ „ორანიე’’ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებოდა. ვირჯილ ვან დაიკს რუმინული „კლუჟის’’ მეკარემ ედვინას გერტმონასმა აუღო ძნელად მოსაგერიებელი ბურთი, რაინდერსმა კი ძელს გაარტყა, რასაც მეორე ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთში, 58-დან 62-ე წუთამდე, რონალდ კუმანის გუნდის სამი გოლი მოჰყვა: კოდი გაკპო (პენალტით), ხავი სიმონსი და დონიელ მალენი.

ამ ჯგუფში პოლონეთმა მალტაზე მოიგო 3:2 და ფლეი-ოფში მოხვდა. პოლონელებს იმედი ჰქონდათ, რომ პირველ ადგილზე გავიდოდნენ, მაგრამ ჰოლანდიამ როგორც გითხარით ლიეტუვასთან არათუ არ წააგო, არამედ შთამბეჭდავად გაიმარჯვა. თავის მხრივ ვერც პოლონეთმა გაიმარჯვა იოლად. 85-ე წუთზე პიოტრ ჟელინსკის მიერ ასხლეტილი ბურთისთვის დამატებით გატანილი გოლი რომ არა შეხვედრა 2:2 მთავრდებოდა. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ. ჯერ რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, შემდეგ პაველ ვშოლიეკმა შეაგდო, მაგრამ ეს ორი გოლი „სენტ ეტიენში’’ ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელმა ირვინ კარდონამ და „რეიმსის’’ ნახევარმცველმა ტედი ტეუმამ პენალტით გაათანაბრეს.

L ჯგუფში ჩეხეთმა 6:0 მოუგო გიბრალტარს, მონტენეგრომ შინ კი ყოფილი იუგოსლავიის დერბიში 2:3 წააგო ხორვატიასთან. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში მე-17 წუთზე მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ. L ჯგუფიდან პიდაპირ გავიდა ხორვატია, ფლეი-ოფში კი ჩეხები ითამაშებენ. მონტენეგროს საბოლოო ცხრილში ფარერის კუნძულებმა გადაასწრო სამი ქულით.