Nick Woltemade of Germany scores his team's second goal past goalkeeper Anthony Moris of Luxembourg during the FIFA World Cup 2026 qualifier match...
გერმენლმა ნიკ ვოლტემადემ ლუქსემბურგს ორი გოლი გაუტანა

ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტებს ინგლისსა და საფრანგეთს ხორვატიაც შეუერთდა. L ჯგუფში ლუკა მოდრიჩმა და კომპანიამ ფარერის კუნძულებს სტუმრად მოუგეს 3:1 და ჩეხებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს.

ჩეხებს ერთი ქულით გაგიკვირდებათ და სწორედ ფარერები ჩამორჩებიან, თუმცა კუნძულელებმა შეჯიბრება დაასრულეს. სხვა სიტყვებით, ჩეხებს მეორე პოზიციას ვეღარავინ შეეცილება. ამ ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში მონტენეგრომ გიბრალტარში მოიგო 2:1.

G ჯგუფში პოლონეთისა და ნიდერლანდების შეხვედრა 1:1 დასრულდა. ანგარიში 43-ე წუთზე „კიოლნის’’ ნახევარმცველმა იაკუბ კამინსკიმ გახსნა, მაგრამ დაბრუნდნენ თუ არა გუნდები შესვენების შემდეგ მოედანზე მემფის დეპაიმ, რომელიც ბრაზილიაში, კერძოდ „კორინტიანსში’’ თამაშობს, გაქვითა ― მან დონიელ მალენის მიერ დარტყმულ და კამილ გრაბარას მოგერიებულ ბურთს უხელთა და კარში შეაგდო. შეხვედრის დასაწყისში ნიკოლა ჟალევსკის ჰქონდა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა, 1:1-ის მერე კი ვეღარც მასპინძლებმა შექმნეს მომენტი და ვეღარც სტუმრებმა.

ფინეთმა მალტასთან წააგო 0:1 და შეჯიბრება მესამე ადგილზე დაასრულა.

A ჯგუფში გერმანიამ „ნიუკასლში’’ მოთამაშე ნიკ ვოლტემადეს ორი გოლით სტუმრად მოუგო ლუქსემბურგს. სლოვაკეთმა შინ 1:0 დაამარცხა ჩრდილო ირლანდია. უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა გვარიანად იწვალეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი გდანსკში მოთამაშე ტომაშ ბობეკმა 90+1 წუთზე გაიტანა, თან მანამდე VAR-მა სლოვაკებს ორი გოლი არ ჩაუთვალა, ერთი თამაშგარისა და მეორე ხელით თამაშის გამო. გოლის შემდეგ გუნდებმა კიდევ 8 წუთი იბრძოლეს. ბოლოს მსაჯმა ჩრდილო ირლანდიელი დანიელ ბალარდი გააძევა მეორე ყვითლისთვის. 26 წლის ბალარდი „სანდერლენდის’’ მცველია.

ბოლო ტურის წინ გერმანელებსა და სლოვაკებს 12 ქულა აქვთ. ისინი ორშაბათს ლაიფციგში შეხვდებიან ერთმანეთს გადამწყვეტ შეხვედრაში და იქ გაირკვევა რომელი მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ.