სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ 126:113 მოუგო და ამ საქმეში ჩვენებურის სოლიდური წვლილიც ურევია.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 17.01 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სანდრომ ორიდან ორი ორქულიანი, სამიდან ორი სამქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.

პასივში მხოლოდ დაკარგვა ჰქონდა და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ტორონტომ“ რვა ქულით მეტი აიღო, ვიდრე მეტოქემ. ქართველი კალათბურთელის გარჯა „ტორონტოს“ ძალიან წაადგა და შვიდი მოგებითა და ხუთი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

კანადელები მომდევნო მატჩს „ინდიანა პეისერსთან“ გამართავენ.

Raptors Cavaliers Basketball | National | idahostatejournal.com