Kylian Mbappé greets Illia Zabarnyi at the end of the match. LP/Olivier Arandelკილიან მბაპემ უკრაინის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა, კიდევ ორი მაიკლ ოლისემ და უგო ეკიტიკემ შეაგდეს, რის შედეგადაც საფრანგეთის ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ევროპიდან ფინალის საგზური მანამდე მხოლოდ ინგლისს ჰქონდა მოპოვებული, რომელმაც სერბეთს ბუკაიო საკას და ებერეჩი ეზეს გოლებით 2:0 აჯობა, შვიდი თამაშიდან შვიდივე მოიგო და ტრადიციულად ხმაურიანი ფავორიტის რანგში გაემგზავრება კონტინენტს გადაღმა დანიშნულ მუნდიალზე.

Republic of Ireland v Portugal - FIFA World Cup 2026 Qualifierუკრაინამ პირველ ტაიმში თავი ყოჩაღად დაიცვა, თუმცა 55-ე წუთზე „რეალის’’ ვარსკვლავმა მბაპემ პენალტით გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ მასპინძლებს საქმე გაუიოლდათ, რადგან უკრაინელებმა მათ კართან განსაკუთრებული ხიფათის შექმნა ვერ მოახერხეს და ვეღარც დაცვით გამოიჩინეს თავი.

Erling Haaland of Norway controls the ball during the FIFA World Cup 2026 qualifier match between Norway and Estonia at Ullevaal Stadion on November...რომელი გუნდი გავა D ჯგუფიდან ფლეი-ოფში, ამას კვირას უკრაინისა და ისლანდიის თამაში გაარკვევს. ისლანდიელებმა „ფიორენტინას’’ თავდამსხმელის ალბერტ გუდმუნდსონისა და „პანათინაიკოსის’’ მცველის სვერირ ინგასონის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლებით ბაქოში აზერბაიჯანი დაამარცხეს და 7 ქულით უკრაინის ტოლად არიან.

F ჯგუფში, დუბლინში პორტუგალია ირლანდიასთან დამარცხდა 0:2, არადა მოგება მათაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოუტანდა. პორტუგალიელები ირლანდიაში სწორედ მოსაგებად ჩავიდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ ორი გოლი ჰქონდათ გაშვებული. ორივე გოლი ჰოლანდიური „ალკმარის’’ თავდამსხმელმა ტროი პეროტმა გაიტანა. მეორე ტაიმის მეთხუთმეტე წუთზე კი მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო მოედნიდან არც მეტი არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუ გააგდეს და უმცირესობაში დარჩენილმა სტუმრებმა მასპინძელთა შეკრულ დაცვას ვეღარაფერი მოუხერხეს.

ამავე ჯგუფში, ერევანში უნგრელებმა „ფერენცვაროშის’’ თავდამსხმელის ბარნაბას ვარგას გოლით სომხებს მოუგეს 1:0. ბოლო ტურის წინ დონიმიკ სობოსლაი და მისი თანამემამულენი ერთი ქულით უსწრებენ ირლანდიელებს და ახლა მათ შინ ელიან გადამწყვეტ შეხვედრაში. ის კი არა, თუ სომხეთი სასწაულს ჩაიდენს და პორტუგალიას სტუმრად დაამარცხებს, უნგრელები შეიძლება პირველ ადგილზეც კი გავიდნენ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.

K ჯგუფში, როგორც მოგახსენეთ, ინგლისელებმა თავიანთი ტრიუმფალური პარადი განაგრძეს და სერბებს 2:0 აჯობეს. სტუმართაგან დუშან ვლაჰოვიჩს ჰქონდა შანსები, მაგრამ ვერ გაიტანა. ამასობაში ალბანეთმა ანდორაში 1:0 მოიგო და სერბეთი ჯგუფში ჩატოვა ― ფლეი-ოფის ადგილი გაინაღდა.

I ჯგუფში იტალიელებმა მოლდოვაში 2:0 მოიგეს. გოლები 88-ე წუთზე ჯანლუკა მანჩინიმ და 90+2 წუთზე ფრანჩესკო ესპოზიტომ გაიტანეს. ბოლო ტურის წინ ისინი ნორვეგიას სამი ქულით ჩამორჩებიან. ნორვეგიელები, რომელთაც ესტონელებს 4:1 აჯობეს 11 ნოემბერს სწორედ იტალიაში მიემგზავრებიან.

ნორვეგიელთა და ესტონელთა შეხვედრაში საინტერესო ის იყო, რომ ალექსანდერ სორლოთმა და ერლინგ ჰოლანდმა ორ-ორი გოლი სულ რაღაც 12-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს. „მანჩესტერ სიტის’’ ვარსკვლავმა ჰოლანდმა თავისი გოლების რაოდენობა 7 მატჩში 14-მდე აიყვანა და ბომბარდირთა შორის ლიდერობს.