Carlos Alcaraz vs Lorenzo Musettiტურინში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ერთი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია.

A ჯგუფში კარლოს ალკარასმა მესამე მატჩის მოიგო და ნახევარფინალში მარტივად გავიდა. კარლიტომ ამჯერად იტალიელი ლორენცო მუზეტი დაჩაგრა – 6:4; 6:1. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ესპანელს მეტოქის ძლევა არ გასჭირვებია. ამ ჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდა ალექს დე მინაურიც, ვინაც საწყისი ორი მატჩი კი წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკელ ტეილორ ფრიცს 7:6; 6:3 მოუგო, რაც ოთხეულში მოსახვედრად ეყო. ნახევარფინალში ავსტრალიელის მეტოქე B ჯგუფის გამარჯვებული იტალიელი იანიკ სინერი იქნება, ხოლო ალკარასის მოწინააღმდეგ დღეს გვიან გაირკვევა. ეს ან გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, ანაც კანადელი ფელიქს ოჟე ალიასიმი.