Reigning champ Alcaraz, Fritz go grass to wall in Wimbledon semifinal |  Daily Sabahტურინში გრძელდება ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირი და ჯგუფური ეტაპის მეორე ტურიც დაიწყო.

კარლოს ალკარასმა მეორედ მოიგო. ესპანელმა ამჯერად ამერიკელი ტეილორ ფრიცი დაამარცხა – 6:7; 7:5; 6:3. კარლიტოს გაუჭირდა. პირველი სეტში ბრეიკი მალევე გაახერხა, მაგრამ იქვე საკუთარი ჩაწოდებაც დათმო და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი უკეთესი იყო. რთული გამოდგა მეორე სეტიც, სადაც ალკარასმა მხოლოდ მე-12 გეიმში იძალა. მესამეში კარლიტო ისევ ბრეიკით დაწინაურდა, ფრიცი ეცადა მატჩის გადარჩენას, სამი მატჩ-პოინტიც მოიგერია, მაგრამ მეტი ვეღარ შესძლო.

შემდეგ კორტზე პირველ ტურში ორი წაგებული გავიდა – ავსტრალიელი ალექს დე მინაური და იტალიელი ლორენცო მუზეტი. აქაც ძალიან მძიმე ბრძოლა შედგა და იტალიელმა იმარჯვა – 7:5. 3:6; 7:5. პირველ სეტში აპენინელმა ბრეიკი ბოლოს გაახერხა და დაწინაურდა. მეორეში ასევე ერთადერთი ბრეიკით უკვე ავტრალიელმა იმარჯვა. დე მინაური ახლოს იყო მესამე სეტის მოგებასთან: თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა, ბოლოს მატჩზე აწვდიდა, მაგრამ მუზეტიმ თამაში გადაარჩინა, მე-12 გეიმში კი, კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაიტოვა.

ბოლო ტურის წინ ალკარასს ორი მოგება აქვს, ფრიცსა და მუზეტის – თითო, ხოლო დე მინაური მოგების გარეშეა. ნახევარფინალში გამსვლელების ვინაობა ხვალ გაირკვევა. ერთმანეთს ალკარასი-მუზეტი და ფრიცი-დე მინაური შეხვდებიან.