ქართველი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრიუსელში მიმდინარე ATP-ს 250-იან ტურნირზე კარგი ტემპი ჰქონდა აკრეფილი, მაგრამ ტრავმის გამო ტურნირს მერვედფინალში დაემშვიდობა.
ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ჯოვანი პერიკარს ეთამაშებოდა, მაგრამ მხრის ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ამ დროს პირველი სეტი დასრულებული იყო და პერიკარს 7:5 ჰქონდა მოგებული. ნიკამაც ტრავმა ზუსტად მისი გადამწყვეტი ჩაწოდების წინ მიიღო.
გეტყვით რომ, ნიკამ ბელგიის დედაქალაქში სამი მეტოქე ჩამოიშორა: ორს კვალიფიკაციაში აჯობა, ძირითადი ბადეში კი ფრანგ კონტენ ალისს 6:4, 6:4 სძლია. ამ დროისთვის ბასილაშვილი ATP-ს ლაივ-რეიტინგში 96-ე ადგილზეა.






