საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ’’ „კალიარის’’ უმასპინძლა ― 1:1. ამით უდინელებმა მიჯრით ორწაგებიანი პერიოდი დაასრულეს, მაგრამ მოგებით ვერ მოიგეს. ანგარიში 25-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, მიზანს ჯენარო ბორელიმ მიაღწია. 58-ე წუთზე მასპინძელთა ბელგიელმა მცველმა კრისტიან კაბასელემ გაქვითა.

„უდინეზეს’’ კიდევ შეეძლო გოლის გატანა. მასპინძლებმა მარტო პირველ ტაიმში ორჯერ გაარტყეს ძელს. შესვენების შემდეგ ერთი ხეირიანი მომენტი გოგლიჩიძემაც გაუშვა ხელიდან, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს და რაც ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ.

ზოგადად, ქართველმა მცველმა კარგად ითამაშა. ის გაბედულად და ზუსტად მოქმედებდა დაცვაში, აწვდიდა გრძელ პასებს და კუთხურებზე შორეულ ძელთან სახიფათოდ ჩადიოდა.

Flashscore-მა საბას 6.7 ქულა დაუწერა, sofascore-მა 7.3, ხოლო whoscored-მა 6.6.