საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა და ევროპის ჩემპიონის ესპანეთის შემდეგ, ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთიც დაამარცხა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა, თორნიკე შენგელიასა და კამარ ბოლდუინის ლიდერობით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ჩვენმა ნაკრებმა საჭირო გაქცევა მოაწყო და მატჩი 10 ქულით, 80:70 მოიგო. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ფინეთს დაუპირისპირდება. თავის მხრივ ფინელებმა ასპარეზობას სერბეთი გამოთიშეს. ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველო და ფინეთი ერთ ჯგუფში იყვნენ. მაშინ ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ორივე მატჩი მოუგო.

History: Georgia eliminate France to reach Quarter-Finals - FIBA EuroBasket  2025 | FIBA Basketball