Kurt Shaw of Malta battles for the ball with Noa Lang of Netherlands during the FIFA 2026 World Cup Qualifier Round One match between Netherlands and...პორტუგალიელი რენატო ოლივე 55 წლის ვეტერანია, რომელიც 2003-04 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა. როგორც თითქმის ყველას, ვისაც კლუბთან შეხება ჰქონია, ნეაპოლურმა საიტებმა მას გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე ჰკითხეს. ოლივემ Napoli Magazine Live-თან ინტერვიუში ბევრი საკითხი მიმოიხილა და ისე როგორ იქნებოდა ხვიჩა კვარაცხელია რომ არ ეხსენებინა.

ბოლო ხანს ნეაპოლის მედია და „აძურისთან’’ დაკავშირებული ხალხი ახალი კვარაცხელიას ძიებაში არიან. ხან ვისზე ამბობენ ახალი კვარააო და ხან ვისზე. ოლივემ ნოა ლანგზე ილაპარაკა:

„მე ვიცი ნოა ლანგი. ის ერთი ერთზე ძალიან ძლიერია, პირით ხაზამდე მიდის და საჯარიმოში აწვდის. მას კარში დარტყმაც ეხერხება. მარცხენა ფეხს კარგად ფლობს. ნოა ლანგი საინტერესო მოთამაშეა. მას შეუძლია „ნაპოლიში’’ კვარაცხელია შეცვალოს. მათი შედარება არ შეიძლება, მაგრამ კონტეს მისი სახით ღირსეული ალტერნატივა ეყოლება’’.

ნოა ნოელ ლანგი 26 წლის ჰოლანდიელი გარემარბია, რომლის შეძენა „ნაპოლის” უნდა. ის „ეინდჰოვენში’’ თამაშობს. კარიერა „აიაქსში’’ დაიწყო. ერთიხანობა „ტვენტეში’’ იყო იჯარით. სამი წელიწადი ბელგიურ „ბრიუგეში’’ გამოდიოდა. ნოა ლანგს ნიდერლანდების ნაკრებში 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.