Lionel Messi of Inter Miami passes the ball during the FIFA Club World Cup round of 16 match between Inter Miami FC and Paris Saint-Germain FC on...კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ლეო მესის „ინტერ მაიამიმ’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:4 წააგო. Dsport-მა „ოქროს ბურთის’’ რვაგზის ლაურეატს კომენტარი სთხოვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

„ძალიან ბედნიერი ვარ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში რომ მივიღეთ მონაწილეობა და ჩვენი დღევანდელი კონდიციებით მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ვითამაშეთ, ― თქვა მესიმ, ― მერვედფინალში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული შეგვხვდა. მან 4:0 თუ 5:0 მოგვიგო, ზუსტად აღარც მახსოვს. რად უნდა ლაპარაკი, რომ პარიზელებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ და ის რაც ამ შეხვედრაში მოხდა ბუნებრივი იყო..

ხალხი ჩვენგან ამდენსაც არ ელოდა. მატჩამდე ბევრი კომენტარი ვნახე, სადაც ამბობდნენ, რომ ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდოდით. სხვა უარყოფითი მოსაზრებებიც ვიხილე, მაგრამ ჩვენ ევროპული გუნდი დავამარცხეთ („ინტერ მაიამი’’ – „პორტუ’’ 2:1) და ფლეი-ოფშიც გავედით. ამ ეტაპზე „ინტერ მაიამისთვის’’ მნიშვნელოვანი შეჯიბრებაში მონაწილეობა იყო. კარგად ვიცით რა სხვაობაცაა გუნდებს შორის და ამის გათვალისწინებით კარგად ვითამაშეთ. ჩემი გუნდით ვამაყობ’’.

– თქვენ 38 წლის ხართ და ჯერ კიდევ შეგიძლიათ 90 წუთის განმავლობაში თამაში, ვარჯიში და მოგზაურობა. მართლა უცხოპლანეტელი ხომ არ ხართ?

„მართალი რომ გითხრათ, ჩვენ ძალიან გავიმართლა, რადგან კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგზაურობის შეღავათიანი გრაფიკი გვქონდა. კონკაკაფის თასზე ერთხელ 7 საათი გზაში ვიყავით. ეს ძალიან მომქანცველი იყო. თქვენ ყველამ იცით, რომ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა აპროცენტიანი არ არის და მეეჭვება, ოდესმე პიკს დავუბრუნდე (იცინის), მაგრამ გუნდს თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნის გარეშე ყოველთვის მაქსიმალურად დავეხმარები. ჩვენ სულ წინ და წინ უნდა ვიაროთ’’.