Luis Enrique head coach of PSG and Nasser Al-Khelaïfi celebrates the victory after the Trophee des Champions match between Paris Saint-Germain and...დღეს „პარი სენ ჟერმენი’’ ატლანტაში „ბაიერნს’’ ხვდება. ეს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩია, რომლის წინ პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ, მცირე ბრიფინგი მოაწყო.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ როგორ განწყობაზე ხართ?

ყველაფერი კარგადაა. საჩვენო შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ და მეოთხედფინალზე ვართ კონცენტრირებულები. მოტივაცია არ გვაკლია. გვინდა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდეთ, თუმცა გამარჯვებამდე ჯერ შორსაა. დღეს ჩინებულ გუნდს ვეთამაშებით. რთული მატჩი რომ გველის ამას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ.

თქვენს სეზონს კლუბთა მსოფლიოს თასზე გამარჯვება დაამშვენებდა…

შეჯიბრებაში გამარჯვებაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. ჯერ მხოლოდ და მხოლოდ მეოთხედფინალია. „ბაიერნთან’’ უმძიმესი შეხვედრა გვიწევსგველის, მაგრამ, როგორც ვთქვი, მისთვის მზად ვართ.

შეჯიბრებას ძალიან აკრიტიკებენ. იზიარებთ ამ კრიტიკას?

ეს არის პირველი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი. რასაკვირველია, როდესაც მასშტაბურ შეჯიბრებას იწყებ, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ წინაშე, ევროპული კლუბების წინაშე ახალი ბაზარია. მე არ მესმის იმ ხალხის, ვინც შეჯიბრებას აკრიტიკებს. ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ. დროა უარყოფითი დამოკიდებულება შევცვალოთ. ძალიან დიდი ფინანსური გამოწვევის წინაშე ვართ. ვამაყობთ იმით, რომ ამ შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ.

როგორ ატყობთ, თქვენი ფეხბურთელები მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ?

ყველა მოტივირებულია. ჩვენ მეომრები, ჯარისკაცები გვყავს. ჩვენს განკარგულებაში 23-24 ჯარისკაცია. აქ არის მწვრთნელი, აქ არიან მრჩეველები. ყველა ფოკუსირებულია. ყოველ მატჩს მოსაგებად ვთამაშობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენი აზრით ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ ფავორიტია?

ოსმანს დიდებული სეზონი ჰქონდა, ამას ლაპარაკიც არ უნდა. თუ ის „ოქროს ბურთს’’ ვერ მოიგებს, ესე იგი რაღაც პრობლემაა… მან ყველაფერი გააკეთა. იმედი მაქვს, რომ ასეც გააგრძელებს, მაგრამ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდურობაა. ჩვენთან ყველა გუნდისთვის თამაშობს.

ნახევარფინალში შეიძლება კილიან მბაპეს „რეალს’’ შეხვდეთ.

დღეს მხოლოდ მეოთხედფინალზე ვლაპარაკობთ. ამაზე ნახევარფინალში თუ გავალთ, მერე ვილაპარაკოთ.