Les hommages se multiplient pour Diogo Jota, décédé tragiquement à 28 ans dans un accident de voiture ce jeudi 3 juillet. Icon Sportდიოგო ჟოტას და მის ძმას ანდრე სილვას პორტუს ჩრდილოეთ გარეუბან გონდომარში შაბათს, დილის 10 საათზე დაკრძალავენ. პარასკევ საღამოს ადგილობრივ ეკლესიაში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. წესის აგების დრო ზუსტად არ არის ცნობილი, რადგან ავტოკატასტროფაში დაღუპული ფეხბურთელები ესპანეთიდან პორტუგალიაში ჯერ არ ჩაუსვენებიათ. ეს ინფორმაცია გონდომარის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით გავრცელდა.

Tributes at Anfield Stadium for Diogo Jota.სწორედ 1921 წელს დაფუძნებულ ამავე სახელწოდების მქონე კლუბში დაიწყო „ლივერპულისა’’ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა ბურთის გორება.

ტრაგედია ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, სამორას პროვინციაში, ქალაქ კერნადიას მახლობლად ტრასაზე დატრიალდა. ძმების „ლამბორგინი’’ გზიდან გავიდა და დაილეწა.

„ლივერპულის’’ მწვრთნელმა არნე სლოტმა ფიცი დადო, რომ „ენფილდზე’’ დიოგო ჟოტას არასდროს დაივიწყებენ. მან დაიჩივლა, რომ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ სიტყვები ვერ მოძებნა. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი სლოტისა და დიოგო ჟოტას ბოლო საუბრის ამბავი წერია. მწვრთნელმა ფეხბურთელს დაურეკა და ერთა ლიგაში პორტუგალიის ნაკრების გამარჯვება მიულოცა. ჰონალდიელმა თქვა, რომ ჟოტასთვის ეს ზაფხული ზღაპრულად დაიწყო. 22 ივნისს მან თავის დიდი ხნის პარტნიორსა და სამი შვილის დედასთან ჯვარიც დაიწერა.

მერსისაიდელების ყოფილმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მომხდარმა ის გაანადგურა. „თავს ვებრძვი. თითქოს უნდა იყოს რაღაც უფრო მაღალი მიზანი, მაგრამ ვერ ვხედავ!’’, – დაწერა მან სოციალურ ქსელში, სადაც მისი და დაღუპული ფეხბურთელის ფოტო გამოაქვეყნა.

ლივერპულში ამბობენ, რომ დიოგო ჟოტა იყო ადამიანი, რომელიც პოპულარობას არასდროს ეძებდა, თუმცა პოპულარობა თავად პოულობდა მას.

„ლივერპულის’’ კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი: „ვერ ვიჯერებ. არ მინდა დავიჯერო. სრულიად გამანადგურებელი და დაუჯერებელი ცნობაა. შენ მარადიულ ჩემპიონად დარჩები. მოედანზე შენს გვერდით დგომა დიდი პრივილეგია იყო. პლუს, მე მოედანს მიღმაც შენი მეგობარი ვიყავი’’.

პორტუგალიელის სიკვდილი მთელმა სპორტულმა სამყარომ განიცადა. NBA-ს ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც „ლივერპულის’’ წილის მფლობელიცაა, დაწერა: „ვლოცულობ მისთვის და მისი ახლობლებისთვის. ღმერთმა ყველა დაგიფაროთ. YNWA ჟოტა!!’’

„სულ ახლახან ნაკრებში ერთად ვიყავით. სულ ახლახან იქორწინე. ჩემს თანადგომას ვუგზავნი შენს ოჯახს, მეუღლეს, შვილებს. ვიცი, მარად მათთან იქნები. მშიდობით განისვენეთ დიოგო და ანდრე. მოგვენატრებით’’, ― დაწერა კრიშტიანო რონალდუმ.