„ლიონის’’ ფინანსური გაჭირვება ევროპაში ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით რონისპირელები სავარაუდოდ ბევრ ფეხბურთელს გაყიდიან. იტალიური პრესა კი ბოლო დროს ჟორჟ მიქაუტეძეზე წერს. ფრანგული foot01 აზუსტებს, რომ ქართველი ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ლიონელთათვის ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალოს.

„გაძეტა დელო სპორტის’’ ცნობით, როგორც კი  „რენიდან’’ „რომაში’’ გადაბარგდა, სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ მასარამ მიქაუტაძის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა. მას გასულ სეზონში ქართველზე დაკვირვების შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა. მასარა დარწმუნებულია, რომ „ლიონის’’ ფინანსური მდგომარეობა ფრანგულ კლუბს მიქაუტაძის შედარებით შეღავათიან ფასად გაყიდვას აიძულებს. მოსალოდნელია, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები სწრაფად გაიმართება. ამ მოლოდინს ის აძლიერებს, რომ „რომამ’’ ინგლისელი ფორვარდის ტამი აბრაამსის გაყიდვის შესახებ გამოაცხადა.

„ჯალოროსის’’ ახალი მწვრთნელი მიქაუტაძის შეძენის მომხრეა, მაგრამ როგორც ამბობენ მას კიდევ ორ თავდამსხმელზე აქვს თვალი დადგმული: „სასუოლოს’’ არმან ლორიენტესა და „ლეჩეს’’ ნიკოლა კრსტოვიცზე. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოინდომებს თავად „ლიონი’’ სატრანსფერო სეზონის პირველ ნაწილში. ფინანსური პრობლემები ფინანსურ პრობლემებად და მიქაუტაძე როგორც ლიონელი და ნიჭიერი ფორვარდი „პარკ ოლიმპიკზე’’ რომელსაც სპონსორული მიზეზების გამო „გრუპამა სთედიუმს’’ უწოდებენ, თავიანთი ლეგენდის ლაკაზეტის შემცვლელად მიაჩნდათ.