„შავი ლომი“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პულ 1-ში გამწესდა.

გამოვლინდა პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზის თანაპულელთა ხუთეულიც, რომლიდან ერთ-ერთს აცდება „შავ ლომთან“ დაპირისპირება, დარჩენილi 4 გუნდიდან კი ქართველი მორაგბეები ორს შინ შეხვდებიან და ორსაც – სტუმრად, ხოლო ვის კონკრეთულად – მოგვიანებით გადაწყდება.

პულ 1-ში „შავ ლომთან“ ერთად უელსური „ოსპრეიზი“, იტალიური „ძებრე“, ირლანდიური „კონახტი“ და ორი ფრანგული კლუბი – „მონპელიე“ და ტოპ 14-ში ახლახან აღზევებული „მონტობანი“ იქნებიან.

ხსენებული გუნდების წლევანდელი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ექვსეული მეტად კონკურენტულია და ალბათ ვერავინ იწინასწარმეტყველებს ამ პულის მომავალ შედეგებს. სხვების ფონზე ოდნავ გამორჩეული ალბათ „მონპელიე“ გახლავთ, თუმცა ყველაფერს ზამთარში მოეფინება ნათელი.

პული 1: მონპელიე (საფრანგეთი), მონტობანი (საფრანგეთი), ოსპრეიზი (უელსი), ძებრე (იტალია), კონახტი (ირლანდია), შავი ლომი (საქართველო).

პული 2:  ლიონი (საფრანგეთი), პერპინიანი (საფრანგეთი), ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი), დრაგონსი (უელსი),  ბენეტონი (იტალია), ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა).

პული 3: რასინგ-92 (საფრანგეთი), სტად ფრანსე (საფრანგეთი), ექსეტერი (ინგლისი), ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა), კარდიფი (უელსი), ალსტერი (ირლანდია).