„მანჩესტერ სიტიმ’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა. ორლანდოში სიმონე ინძაგის „ალ ჰილალმა’’ თამაში შემოუტრიალა – 4:3 მოუგო. პეპ გვარდიოლასა და მის „ქალაქელებს’’ ამ შეჯიბრებაში მოგებათა 100%-იანი შედეგი ჰქონდათ, მაგრამ ეს ტრიუმფალური სვლა დასრულდა.
ანგარიში მე-9 წუთზე ბერნარდო სილვამ გახსნა, მაგრამ მარკოს ლეონარდომ და მალკოლმმა შესვენების შემდეგ, 46-ე და 52-ე წუთებზე საუდის არაბეთის გუნდი დააწინაურეს. 55-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა გაქვითა. ძირითად დროში მეტი გოლი აღარ გასულა.
დამატებითში, 94-ე წუთზე ხალიდუ კულიბალიმ კვლავ აზიელები დააწინაურა. 104-ზე ფილ ფოდენმა ერთხელაც გაათანაბრა, მაგრამ 112-ზე მარკოს ლეონარდომ შეხვედრის გადამწყვეტი გოლი შეაგდო.