ნიკოლოზ ბასილაშვილმა „უიმბლდონის“ პირველი წრე წარმატებით გადალახა. ჩვენი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-7 ნომერი იტალიელი ლორენცო მუსეტი იყო.

ბასილაშვილმა პირველ და ბოლო, მეოთხე სეტში ბრწყინვალედ ითამაშა. მან მეტოქე უშანსოდ სძლია 6:2 და 6:1. მეორე სეტი ჩვენებურმა 4:6 დათმო. თუმცა, მესამეში იტალიელს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და 7:5 მოუგო.

მეორე წრეში მეტოქე ისევ იტალიელი იქნება. ამჯერად, ბასილაშვილს 47-ე ნომრად განთესილი ლორენცო სონეგოს წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. სონეგომ პირველ წრეში სამ სეტში  (6:3, 6:4, 6:2) დაამარცხა 116-ე ჩოგანი, პორტუგალიელი ხაიმე ფარია.

წილი
წინა სტატიაფრანგული სეზონი ქართულ ჭრილში
შემდეგი სტატიაჟირუ ლილში ჟირუდ ითამაშებს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...