John Textor vs Nasser Al-Khelaifi – a French football feud that is about to  go global at Club World Cup - The Athletic
ნასერ ალ-ხელაიფი და ჯონ ტექსტორი

ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დაქვეითებულ „ლიონს’’, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს, შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენმა’’ გაუწიოს დახმარება. საფრანგეთის ჩემპიონმა გადაწყვიტა რონისპირელებს ბრედლი ბარკოლას სანაცვლოდ გადასახდელი თანხა ერთბაშად ჩაურიცხოს.

დავაზუსტოთ: 22 წლის ბარკოლა ლიონელია. ის „პარი სენ ჟერმენს’’ 2023 წელს შეუერთდა. პსჟ-მ მასში დაახლოებით 45 მილიონი ევრო (+5 მილიონი) უნდა გადაიხადოს. პარიზელებს ბარკოლა განვადებით ჰყავთ ნაყიდი ანუ თანხა რამდენიმე სეზონის განმავლობაში უნდა გადაეხადათ, მაგრამ კეთილი ნების გამოვლენეს და მისი ერთბაშად ჩარიცხვა გადაწყვიტეს.

ამრიგად, პსჟ „ლიონისთვის’’ ერთგვარი ფაქტორინგის კომპანიის როლს შესრულებს. დღეს, როდესაც „ლიონს’’ ანგარიშზე ფული სჭირდება, რათა აპელაციის დროს მაინც წარადგინოს სადაც ჯერ არს „იმდენი რამდენიც საჭიროა’’, პარიზელთა ეს ნაბიჯი შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. კონკრეტულად რა თანხაზეა ლაპარაკი, ცნობილი არ არის.

ნუთუ ეს პარიზელთა პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფისა და ლიონელთა მეპატრონის ჯონ ტექსტორის ქიშპობის დასასრულს ნიშნავს? ფრანგული მედია ურთიერთობათა ასეთ დათბობას დიდ ყურადღებას აქცევს, თუმცა იმასაც წერს, რომ „ლიონს’’ პრობლემის მოსაგვარებლად ცოტა დრო აქვს.