Maxime BERNAUER - 69 Georges MIKAUTADZE during the Ligue 1 MCDonald's match between Saint Etienne and Lyon on April 20, 2025 at Stade...საფრანგეთის კონტროლის მართვის ეროვნულმა დირექტორატმა „ლიონი’’ ოფიციალურად ლიგა 2-ში დააქვეითა. კლუბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, მაგრამ გარანტია იმისა, რომ ლიგა 1-ში დატოვებენ არ აქვს.

კლუბის მეორე ლიგაში გაგდება ბევრ რამეს ცვლის „ლიონის’’ ფეხბურთელებისთვის. ბევრ მათგანს, მაგალითად ქართველ ჟორჟ მიქაუტაძეს სავარაუდოდ დაბალ საფეხურზე თამაში არ ენდომება და ახალ კლუბს მოძებნის. შესაძლებლობები იხსნება იმ კლუბებისთვისაც, რომელთაც „ლიონის’’ ესა თუ ის მოთამაშე ადრეც მოსწონდათ. მათ შესაძლოა ისინი შეღავათიან ფასებში ჩაიგდონ ხელში.

იტალიურმა საიტმა calciomercato-მ დაწერა სერია A-ს რომელ კლუბს რომელი ლიონელი ფეხბურთელის შეძენა სურს. სტატიაში ნახსენებია მიქაუტაძეც, რომელიც „რომას’’ კარგა ხანია მოსწონს და ადვილი შესაძლებელია რომაულმა კლუბმა საქმიანი მოლაპარაკებები წამოიწყოს.

მეკარე ლუკას პერი შეიძლება „მილანმა’’ შეიძინოს — გააჩნია გაყიდის თუ არა „როსონერი’’ ფრანგ გოლკიპერ მაიკ მენიოს.

არგენტინელი მცველი ნიკოლას ტალიაფიკო გამოცდილი მოთამაშეა და მისი შეძენა სავარაუდოდ ბევრ კლუბს მოუნდება, მათ შორის იტალიურსაც.

ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით „ლიონის’’ ნახევარმცველები მოექცევიან. ვეტერან ნემანია მატიჩზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბევრ კლუბს ჟორდან ვერეტუსა და კორენტენ ტოლისოს შეძენა მოუნდება. ისინი უნივერსალური მოთამაშეები არიან და სხვადასხვა ტაქტიკურ სქემას მოეგებიან.

2005 წელს დაბადებული ბელგიელი მალიკ ფოფანა ლიგა 1-ში საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით მთხოვნელთა დიდი რიგი უნდა დაუდგეს.

არგენტინელი ტიაგო ალმადა „ლიონს’’ ბოტაფოგოდან ჰყავდა იჯარით დამატებული და დიდი ალბათობით არც მას მოაკლდება მყიდველი.