გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 და 1/8-ფინალური ეტაპების წილისყრა.
პირველი და მეორე ეტაპების შემდეგ თასის გათამაშებას ეროვნული ლიგის შვიდი და ეროვნული ლიგა 2-ის ცხრა კლუბი დაემატა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
1/16 ფინალი:
19 ივლისი
„მეშახტე“ – „გაგარა“
„სამტრედია“ – „დინამო თბილისი“
„სამცხე“ – „ოდიში“
„იუჯი 35“ – „მარანი“ (მარტვილი)
„ალგეთი“ – „შტურმი“
20 ივლისი
„ლოკომოტივი“ – „დინამო 2“ (თბ)
„თბილისი 2025“ – „სიონი“
„გაგრა 2“ – „დინამო“ (ბთ)
„გონიო“ – „სამგურალი“
„გარეჯი – „კოლხეთი 1913“ (ფ)
„რუსთავი“ – „თელავი“
21 ივლისი
„ვიტ ჯორჯია“ – „იბერია 2“
მომდევნო ეტაპზე გასულ გუნდებს მერვედფინალიდან ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბები – „იბერია 1999“, „სპაერი“, ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ შეუერთდებიან.
1/8 ფინალური წყვილები ასეთია:
„ალგეთი“/„შტურმი“ – „ლოკომოტივი“/„დინამო 2“ (თბ)
„სამცხე“/„ოდიში“ – „სამტერდია“/„დინამო“ (თბ)
„ვიტ ჯორჯია“/„იბერია 2“ – „რუსთავი“/„თელავი“
„მეშახტე“/„გაგრა“ – „იუჯი 35“/„მერანი“ (მარტ.)
„გაგრა 2“/„დინამო“ (ბთ) – „თბილისი 2025“/„სიონი“
„იბერია 1999“ – „ტორპედო“
„სპაერი“ – „გარეჯი“/„კოლხეთი 1913“
„გონიო“/„სამგურალი“ – „დილა“
1/8-ფინალურები 26-27 ივლისს ჩატარდება. დებულების თანახმად, გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს.