ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდურ შეჯიბრებითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა – ჩვენი გუნდი პირველად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი!!!

ფინალში საქართველომ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა.

მართალია, გურამ თუშიშვილმა (+90 კგ.) პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ანგარიში გაათანაბრა; იქვე მიშო ბახბახიშვილმა (73 კგ.) საქართველოს ნაკრები დააწინაურა; მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.) გუნდურში მეორე გამარჯვება მოიპოვა და კომფორტული უპირატესობით დაგვიბევა – 3:1; ჯერი ლაშა ბექაურზე (90 კგ) დადგა, ვინაც ოქროს გდება დაწყებიდან 48 წამში შეასრულა…

მანამდე მერვედფინალში ჩინეთი 4:1 დავამარცხეთ. გამარჯვებები აქაც ჭანტურიამ, ბექაურმა, თუშიშვილმა და ლიპარტელიანმა მოიპოვეს; მეოთხედფინალში იტალიას 4:0 მოვუგეთ.  ბექაურმა, სოფიო სომხიშვილმა (+70.), თუშიშვილმა და ლიპარტელიანმა მოიგეს; ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი იაპონია 4:2 დაამარცხა. მოიგეს ბექაურმა, თუშიშვილმა, ბახბახაშვილმა და ლიპარტელიანმა…

შეგახსენებთ, მსოფლიო პირველობის ინდივიდუალურ ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა: ლიპარტელიანმა ისტორიული ოქრო ირგუნა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და თუშიშვილი (+100) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი, საბრძოლო ხელოვნებით დაკავებული ადამიანები and ტექსტი გამოსახულება