უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 15 ივნისს ერთმანეთს ქალთა შორის 57, ხოლო მამაკაცთა შორის 73 კილოგრამ წონით კატეგორიის სპორტსმენები გაეჯიბრნენ.
ბუდაპეშტის ტატამზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი გავიდა – ლაშა შავდათუაშვილი, ნინო ლოლაძე და ეთერ ლიპარტელიანი. შავდათუაშვილი და ლოლაძე ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ, ლიპარტელიანმა კი ისტორიული შედეგი აჩვენა – ფინალში იაპონელი მომო ტამაკა დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.