საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში მესამე გამარჯვება იზეიმა, ამჯერად, ისრაელის ნაკრებთან – 19:9.

საკის კეჩაგისის შეგირდებს ევროპირველობაზე თამაშის უფლება დაბევებული ჰქონდათ, ამიტომაც აქცენტი უფრო კომბინაციებზე გადაიტანეს. ფინალურ ეტაპზე ითამაშებს ისრაელის ნაკრებებიც, სადაც ასევე გავიდნენ საფრანგეთი, მალტა, სლოვაკეთი, თურქეთი, ნიდერლანდები, სლოვენია.

შეგახსენებთ, სერბეთს, ესპანეთს, ხორვატიას, იტალიას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროსა და რუმინეთს ადგილები წინა ევროპის ჩემპიონატიდან გამომდინარე ჰქონდათ დაბევებული.