საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარელთა (41:10) განადგურების შემდეგ, არც შეიცარია დაინდო და 29:5 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მეშვიდედ მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს ისრაელის ნაკრებიც, რომელმაც დღესვე ბულგარეთს 16:9 მოუგო.
მესამე ტური ფორმალობად იქცა. 11 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ ისრაელი იქნება და ჯგუფში პირველადგილოსნის ბედს გადაწყვეტენ, ხოლო შვეიცარიისა და ბულგარეთის მატჩში გაირკვევა, ვინ იქნება მესამე.