რუმინეთთან დღევანდელი ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც სლოვაკეთში, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე იახლებს.

Image 1

მეკარეები ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა).

ნახევარმცველები ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

Image 9

შეგახსენებთ, რომ ჩვენები ევროპის ჩემპიონატს ჟილინაში, 11 ივნისს პოლონეთთან მატჩით იწყებენ, 14-ში, იქვე საფრანგეთს შეხვდებიან, 17 ივნისს კი ტრენჩინში პორტუგალიას ეთამაშებიან…

ახალგაზრდულ ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე ტრავმების გამო გამოაკლდნენ ლუკა ლაცაბიძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე.