საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც სეზონის საუკეთესო გოლი უნდა გამოევლინა.

გამოკითხავში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ქართველი იყო – ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.

გამარჯვებულად ზურიკო დავითაშვილის მიერ „ოსერთან“ კარში შეგდებული ბურთი დასახელდა.