გაუგონარი უყურადღებობის თუ დანაშაულებრივი გულგრილობის გამო ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ იმ კლუბებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს. მართალია რიონისპირეული კლუბის შეფები ამბობენ, რომ ფიფასთან სიტუაცია დაარეგულირეს, მაგრამ პრესა ამტკიცებს, რომ დაწყნარების საბაბი არ არსებობს. წერენ, რომ კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ ჯონ ტექსტორმა გულშემატკივრებს შეიძლება „ლიონისა’’ კომპანია Eagle Football-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამამშვიდებელი ამბები მოუყვეს, მაგრამ თავის მოტყუება, თითქოს კლუბში ყველაფერი კარგადაა არ ღირს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ლიონელები კვლავ ადმინისტრაციული დაქვეითების საფრთხის წინაშე დგანან და ამას ზედ ფიფას სანქციებიც დაემატათ.
არადა სასაცილოა, აღნიშნული მკაცრი სასჯელი მხოლოდ და მხოლოდ 2000 ევროს არ-გადახდას მოჰყვა. აი, ასეთი მიზერული გახლდათ სატრანსფერო თანხა, უფრო სწორედ მისი ის ნაწილი, რომელიც რონისპირელებმა არ გადაიხადეს. და ამ სასაცილო თანხის გამო, რომელიც შესაძლოა კლუბის რომელიმე ოფისის დარაჯსაც კი ჰქონოდა ჯიბეში, „ლიონი’’ დაისაჯა იმით, რომ შემდეგი სამი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში (2006 წლის ზაფხულის ჩათვლით) ის ახალ ფეხბურთელს ვერ დაიმატებს. უფრო საოცარი კი ის არის, რომ მათ საიდანაც ჯერ არს რამდენჯერმე შეახსენეს, რომ 2000 ევროს გადახდა ჰქონდათ დარჩენილი.
დღეს, კლუბი აცხადებს, რომ მომხდარი მისი თანამშრომლების უყურადღებობის ბრალია. 24 ივნისს კი საფრანგეთში მთავარი, კლუბის ლიგა 1-ში დატოვება-არ დატოვების საკითხი უნდა გადაწყდეს და მედია შიშობს, რომ ფიფასთან მომხდარი გაუგებრობა გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებზე მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს.