საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი დიზაინის მაისურებით ითამაშებს, რომელსაც პირველად ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე მოირგებს.
ახალი ფორმებით ითამაშებს 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც.
ეროვნული გუნდების უნიკალური დიზაინის ფორმები საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორთან, იტალიურ კომპანია „მაკრონთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. ახალი მაისურის დიზაინში, გამოყენებულია ნაკრების ძველი სათამაშო ფორმის ელემენტები.
ასეთი დიზაინის მაისურებით იყო შემოსილი საქართველოს ნაკრები 1996 წელს, ეროვნულ გუნდში ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპის მუშაობისას.