ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მთავარ მატჩში, „ქართულ კლასიკოში“ თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის, შეხვედრის დამთავრების შემდეგ იშვიათი ამბავი მოხდა, მინდორზე გუნდური ჩხუბი ატყდა, რის გამოც მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა 9 (!) ფეხბურთელი გააძევა – 5 „დინამოდან,“ ოთხი – „ტორპედოდან…“

რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, ის დინამოელებმა დამსახურებულად მოიგეს 2:0 და პირველ წრეში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღეს (მაშინ, 13 აპრილს, „ტორპედომაც“ ამავე ანგარიშით გაიმარჯვა).
ამრიგად, დინამოელებმა „ტორპედოს“ ზედიზედ ხუთმოგებიანი სერია შეყვიტეს, 29 ქულა მოაგროვეს და ისევ მესამე ადგილზე დაბრუნდნენ. 27-ქულიანი „ტორპედო“ კი ცხრილში მეოთხეა, თუმცა მეხუთეადგილოსან „ბათუმსაც“ ამდენივე ქულა აქვს და იმერლები მათ ბურთების უკეთესი ბალანსით უსწრებენ.
ეს „დინამოს“ 50-ე გამარჯვება გახლდათ „ტორპედოსთან“ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში.
მოიგო „დილამაც.“ გორელებმა ფოთში „კოლხეთს“ სძლიეს – 2:1. ორივე გუნდმა გააცუდა პენალტი, ჯერ ფოთელმა აბუაშვილმა, შემდეგ გორელმა დრამემ. თუმცა აბუაშვილმა დამატებაზე მაინც გაიტანა.
ლიდერმა „იბერიამ“ კი „გარეჯთან“ ვერ მოიგო (1:1), 41 ქულა მოაგრივა და ახლა 6 ქულითღა უსწრებს უშუალო მდევარ „დილას.“
„სამგურალმა,“ რომელსაც ბოლო 7 შეხვედრიდან 6 წაგებული ჰქონდა, ნავსი გატეხა და „ბათუმს“ დიდი ანგარიშით 3:0 სძლია. დუბლი შეასრულა ფანცულაიამ, ლუკა ხორხელმა კი გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
„თელავი“ ისევ დამარცხდა და ჯერჯერობით გავარდნის ყველაზე რეალურ კანდიდატად ჩანს. კახური კლუბის კრიზისი აშკარაა – მათ 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ცხადია, ბოლო ადგილზე დგანან.
კოლხეთი 1:2 დილა
0:1 ანდრონიკაშვილი (37), 1:1 აბუაშვილი (45+8), 1:2 ფარულავა (80)
დინამო 2:0 ტორპედო
1:0 მორჩილაძე (8), 2:0 ასუნსეუ (52)
გაძევება: მორჩილაძე, ხვადაგიანი, ოდიკაძე, ბერელიძე, მაქაცარია – დინამო; პირესი, პიმენტელი, კამარგო, ზიტა – ტორპედო. ყველა 90+5
გაგრა 3:0 თელავი
1:0 ბორჟესი (59), 2:0 ხარებაშვილი (84), 3:0 კაციაშვილი (90+4)
სამგურალი 3:0 ბათუმი
1:0, 2:0 ფანცულაია (12, 42), 3:0 ლუკა ხორხელი (60 პენ)
გარეჯი 1:1 იბერია
0:1 სილაგაძე (8), 1:1 გოგოლაშვილი (86)
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| იბერია 1999 | 30 | 18 | 8 | 4 | 48:23 | 62 |
| დილა | 30 | 20 | 2 | 8 | 50:30 | 62 |
| ტორპედო | 30 | 14 | 8 | 8 | 46:34 | 50 |
| დინამო | 30 | 13 | 10 | 7 | 41:25 | 49 |
| სამგურალი | 30 | 11 | 5 | 14 | 46:41 | 38 |
| ბათუმი | 30 | 9 | 10 | 11 | 33:43 | 37 |
| გაგრა | 30 | 10 | 6 | 14 | 32:44 | 36 |
| საგარეჯო | 30 | 6 | 12 | 12 | 33:39 | 30 |
| თელავი | 30 | 7 | 8 | 15 | 27:48 | 29 |
| კოლხეთი | 30 | 4 | 7 | 19 | 26:55 | 19 |





