ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ში ითამაშებს. დარჩება თუ არა ქართველი „მწვანეებში’’ ჯერ ცნობილი არ არის. გუნდი სერიოზული სეზონისწინა შეკრებებისთვის ემზადება. ლიგა 1-ში ხანმოკლე გასეირნება დასრულდა. გუნდმა უმაღლეს საფეხურზე 9 თვე გაატარა და საიდანაც ამოვიდა ისევ იქ დაბრუნდა. ფანები და მიმომხილველები ძალიან უკმაყოფილოები არიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ 2024 წლის ივნისიდან კლუბს ახალი მეპატრონე ჰყავს, „კილმერი’’ და მისი ეიმედებოდათ. მეპატრონე კი როგორც ჩანს შექმნილ მდგომარეობას მაინცდამაინც არ განიცდის. სამაგიეროდ, ჟურნალისტი რომენ მოლინა გაწიწმატებულია. მან იუთუბ-არხზე „სტეფანუას’’ შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა:
„მათ თქვეს, რომ ლიგა 2-ში თავს ბედნიერად იგრძნობენ, რადგან ეს სტიმული და მუშაობის წინაპირობა იქნება… შიგნიდან კლუბი დანგრეულია. ოფისებში საშინელი ატმოსფეროა, მეპატრონეებმა კი კარგად იციან, რომ არაფერს აკეთებენ… შხამიანი გარემოა გასახდელშიც. იქ ხალისი არ იგრძნობა. ჩვენ კი ვერ ვხვდებით, რად უნდოდა „კილმერს’’ ეს კლუბი. ვერავინ მიმხვდარა რას აკეთებს ის. მეპატრონეები ულტრასებს თითქოს ელაპარაკებიან, მაგრამ შედეგი კატასტროფულია და კიდევ მათ ყოფნით თავხედობა თქვან, რომ ლიგა 1-ში დაბრუნდებიან. ჩუმად გეტყვით, რომ ისინი ამას უკვე რამდენიმე კვირაა იმეორებენ (ესე იგი დაბრუნებაზე ლაპარაკი დაიწყეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გავარნილები არ იყვენენ), მაგრამ ჩვენ ამაზე მაინც მოზომილად ვილაპარაკებთ, რადგან ზოგი კლუბის მდგომარეობას თუ გავიხსენებთ, შესაძლოა „სენტ ეტიენმა’’ მომავალი სეზონი მართლა ისევ ლიგა 1-ში გაატაროს’’.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჟურნალისტის ბოლო წინადადება ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონს’’ ეხება. „ლე გონის’’ ამერიკელ მეპატრონეს ჯონ ტექსტორს სასწრაფოდ რაღაც აქვს მოსაფიქრებელი, თორემ ფინანსური კოლაფსის გამო გუნდი შეიძლება ლიგა 2-ში გააგდონ და მის ნაცვლად ლიგა 1-ში მართლა მე-17 ადგილზე გასული „სენტ ეტიენი’’ დატოვონ. თუმცა, ეს ჯერ ბუნდოვანი და ძალიან თეორიული მსჯელობაა.





