Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint Germain passes the ball while is blocked by Sinaly Diomande of Auxerre during the France Ligue 1 match between...„ოსერმა’’ ანგარიში გახსნა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპიონს ერთსაათიანი ჩამორჩენა ჰქონდა, შემდეგ კი სიჩქარე გადართო და სეზონის ბოლო ორი შეხვედრის წინ ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა. პსჟ-ს ფეხბურთელები ასეთ სცენარს ცხადია არ ელოდნენ და ვერ წარმოედგინათ, რომ ჩამორჩენის შემოტრიალება მოუწევდათ. თითქოს საჩემპიონო კამპანიის ემოციით გამდიდრება, „პარკ დე პრენსზე’’ შეკრებილი 48 გულშემატკივრის შეუვალი მხარდაჭერის შემოწმება და მწვთნელის სიმშვიდის გამოცდა მოუნდათო, მათ შაბათ საღამოს ლიგა 1-ის ბოლო ტურში მოკრძალებით ითამაშეს. გეგონება ინტრიგის გარეშე არ შეეძლოთო, თითქოს სხვანაირად ვერ იზეიმებდნენო, ლუის ენრიკეს მეორე და კლუბს მეცამეტე ფრანგულ ტიტულს ვერ მოუტანდნენო, მარკიმ (მარკინიოსმა) და მისმა მეგობრებმა „ოსერთან’’ შეხვედრაში ამოცანა გაირთულეს. საფრანგეთის თასის ფინალამდე ერთი კვირით და რაც მთავარია მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის საოცნებო თამაშამდე ორი კვირით ადრე ლუის ენრიკემ თავისი გეგმები არ დამალა. მან „ოსერთან’’, სავარაუდოდ ერთი გამონაკლისის გარდა, ძირითადი შემადგენლობა ათამაშა. ესპანელ მწვრთნელს გამოცანებისთვის ადგილი არ დაუტოვებია, ყველას აჩვენა, რომ მისი მიზანი ორი გადამწყვეტი შეხვედრის წინ სწორედ ამ ფეხბურთელების მომზადებაა.

Khvicha Kvaratskhelia of PSG, his wife Nitsa Tavadze and their son Damiane Kvaratskhelia celebrate after the Ligue 1 trophy ceremony following the...ასტურიელი მწვრთნელის იდეა უთუოდ სწორი იყო, მაგრამ თავიდან სასურველი ეფექტი არ ჰქონდა. იმ დღეს, როდესაც მაყურებელი ისტორიული გამომცხადებლის მიშელ მონტანას ხმამ გაახარა და ტრიბუნებმა გუნდის დიდი გულშემატკივრის, თამაშამდე (და თავის კონცერტამდე) რამდენიმე საათით ადრე მოულოდნელად გარდაცვლილი რეპერის ვერენუას ხსოვნას პატივი მიაგეს, პსჟ უილაჯოდ გამოიყურებოდა. პირველ ტაიმში ეს იყო იმ გუნდის ყალბი ორეული, რომელიც სეზონის დასაწყისიდან გვახსოვს. უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ ნუნუ მენდეშს ეტყობოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის განწობაზე იყო.

ოსმან დემბელე მხნედ იყო და ტრავმის მერე სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებით ხალხი დაამშვიდა, მაგრამ დონოვან ლეონთან მისი პირისპირ გასვლა, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას პირველი დარტყმა უხარისხო გამოვიდა, რის შემდეგაც „ოსერმა’’ პარიზელთა ინდიფერენტული დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ეს მთელს შეხვედრაში სტუმრების ერთადერთი შანსი იყო.

კვარაცხელიამ „პარკი’’ გააღვიძა

შესვენების შემდეგ კი ტრიბუნების და გუნდის გასაერთიანებლად, გამოსაფხიზლებლად საუცხოო სცენარი ვიხილეთ. აღდგა კოლექტიური სული, რაც ასე აკლდა პირველ ტაიმს. ფასდაუდებელი ხვიჩა კვარაცხელიას, მისი საბრძოლო განწყობის გავლენით „პარიზმა’’ როგორც იქნა ბურთი იხელთა და წინ გავიდა. ეს ქართველის მიერ მარჯვენა ფეხით შესრულებული ორი დარტყმის წყალობით მოხდა, რამაც თავად ფეხბურთელს ლიგა 1-ში მესამე და მეოთხე გოლები ჩააწერინა. და კიდევ იყო მარკინიოსის სიმბოლური თავური გოლი. ბრაზილიელმა ლიდერის თვისებები გამოავლინა.

დემბელემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირის რანგში დაამთავრა. ბრედლი ბარკოლას კი ბოლო ტურში საუკეთესო ასისტენტის წოდება ლიონელმა რაიან შერკიმ წაართვა. ერთი წლის წინ პარიზში ბოლო თამაში „ტულუზმა’’ მოიგო და ლუის ენრიკეს თავისი პირველი ტიტული გაუმწარა, ახლა კი ასტურიელს შეუძლია მეორე სეზონის დასრულების შემდეგ შაბათი სასიამოვნოდ გაატაროს. და მას უამრავი ადამიანის გასახარებლად კიდევ ორიოდ კვირის დაცდა მოუწევს, ოღონდ ამისათვის საჭიროა „პარიზმა’’ თუნდაც ისე ითამაშოს, როგორც „ოსერთან’’ შეხვედრის ბოლო ნახევარ საათში.

სტეფან ბიანკი, პარიზიენი