Marina VIOTTI during the Ligue 1 McDonald's match between Paris and Auxerre on May 17, 2025 at Parc des Princes in Paris, France.2004-05 წლების უკვე ისტორიული სეზონის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე „პარი სენ ჟერმენმა’’ შაბათ საღამოს „პარკ დე პრენსზე’’ შუალედური ზეიმი მოაწყო ―  საფრანგეთის ჩემპიონის მე-13 ტიტული აღნიშნა. მარკინიოსისთვის ეს მეათე ჩემპიონობა გახლდათ. კაპიტანი, რომელმაც „ოსერთან’’ 3:1 მოგებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა, იყო ის ფიგურა, რომელსაც ორი გიგანტური ეკრანის შემყურე ხალხი განსაკუთრებით ესალმებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ მხოლოდ წახემსება იყო დიდი ვახშმის წინ.

Michael CANITROT during the Ligue 1 McDonald's match between Paris and Auxerre on May 17, 2025 at Parc des Princes in Paris, France.„მართალია „პარიზი’’ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ხშირად იგებს, მაგრამ მისი მოპოვება ძნელია და ამიტომ, აღნიშნვნა მნიშვნელოვანია. ამ სეზონში ლიგა 1-ში გაწეული სამუშაოთი ძალიან კმაყოფილები ვართ. დღეს საღამოს ხალხთან ერთად სიამოვნებით ვიზეიმებთ’’, – თქვა დეზირე დუემ.

Luis ENRIQUE during the Ligue 1 McDonald's match between Paris and Auxerre on May 17, 2025 at Parc des Princes in Paris, France.საგანგებოდ მოწყობილი სცენის უკან სტადიონის სახურავიდან პირველი ფოიერვერკი 23 საათსა და 15 წუთზე გაისროლეს. გულშემატკივრების წინაშე კვლავ გამოვიდა დიჯეი მიშელ კანიტრო.

23 საათსა და 20 წუთზე მეცო-სპრანომ მარინა ვიოტიმ (რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახალ გახსნაზე დიდებული შოუ მოაწყო, მასშტაბური ვიზუალურ-მუსიკალური წარმოდგენა გამართა. მან შეასრულა საგანგებოდ ამ საღამოსთვის დაწერილი სიმღერა Le Cœur de Paris რომელშიც შედიოდა რამდენიმე ტაქტი Tous ensemble on chantera-დან, რასაც 45 000 გულშემატკივარი აჰყვა. მომღერლის უკან, პოდიუმზე თეთრებში ჩაცმული ოცდაათამდე მოცეკვავე გამოვიდა. 23 საათსა და 45 წუთზე კი სცენაზე საღამოს გმირები ავიდნენ. ისინი კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დააჯილდოვა.

„შარშან სერიოზული შეცდომა მომივიდა, რადგან არ ვიზეიმე’’, – ფართე ღიმილით თქვა პრეს-კონფერენციაზე „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომელიც ახლა მოსვენებული ჩანდა. იგივე შეიძლება ითქვას ოსმან დემბელეზეც, რომელიც მოედანზე თანაგუნდელებთან ერთად ლუის ენრიკეს შემდეგ გამოვიდა. ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირმა ახალ ტროფის აკოცა კიდეც, შემდეგ კი კაპიტანმა Daft Punk-ის სიმღერა One More Time-ის ფონზე ეს თასი აღმართა.

ამის მერე ფეხბურთელების ჯგუფმა მოედანს საპატიო წრე შემოუარა. პრესნელ კიმპემბე ულტრასებთან შეჩერდა, რათა მათთან ერთად ეზეიმა. გულშემატკივრის და ფეხბურთელების ასეთი ერთობა დარჩენილი ორი ფინალის წინ ძალიან მნიშვნელოვანიაო, დაწერა „პარიზიენმა’’.