კარლო ანჩელოტი „რეალიდან’’ მიდის, ის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გახდა. მამასთან ერთად მადრიდიდან წავა მისი 35 წლის ვაჟი დავიდეც, რომელიც „ლოს ბლანკოსში’’ ოთხი წლის განმავლობაში ასისტენტად მუშაობდა. ესპანეთის დედაქალაქის გარდა დავიდე მამის თანაშემწე იყო „ევერტონში’’, „ნაპოლისა’’ და „ბაიერნში’’, ახლა კი პირველი დამოუკიდებელი სამუშაოს შოვნას ესწრაფვის. იტალიური მედია დაბეჯითებით წერს, რომ უმცროს ანჩელოტის „კომოსთან’’ აქვს მოლაპარაკებები, ესპანურმა AS-მა კი ის „გლაზგო რეინჯერსთან’’ დააკავშირა.

Davide Ancelotti, Assistant Manager of Real Madrid, speaks with Carlo Ancelotti, Manager of Real Madrid, during the UEFA Champions League...

AS წერს, რომ შოტლანდიამდე დავიდე მამას ოკეანის გადაღმა გაჰყვება, სადაც „სელესაოს’’ პირველ ორ შეხვედრაში დაეხმარება.ლაპარაკია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაბზე ეკვადორთან (6 ივნისს) და პარაგვაისთან (11ივნისს).