Pippo in spiaggia con Simone studia la formazione del Brescia» | Giornale  di Bresciaსიმონე და ფილიპო ინძაგების მამას ჯანკარლო ჰქვია. ის 77 წლისაა. მოგეხსენებათ, სიმონე ინძაგი „ინტერის’’ მწვრთნელია, რომელმაც „ნერაძური’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და 31 მაისს მიუნხენში „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა შეხვდეს. ფილიპო კი „პიზას’’ თავკაცია. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სერია A-ში დაბრუნდა.

ჯანკარლო ინძაგიმ „ლა რეპუბლიკას’’ მისცა ინტერვიუ.

„სიმონე და ფილიპო ასეთები რომ არიან, ჩემი ცოლის მარინას დამსახურებაა. მან საოცარი რამ გააკეთა. მეგობრები მეკითხებიან ასეთი შვილების ხელში წყნარად როგორ გძინავსო. მართალი გითხრათ არ ვიცი. ისინი რაც 16 წლისები გახდნენ მართობენ. დღეს კი უკვე 77 წლისა ვარ. შვილებში ძალიან გამომართლა’’, ― თქვა მამა ინძაგიმ.

სიმონე ნახევარფინალში „ბარსელონასთან’’ გამარჯვების შემდეგ თუ შეგეხმიანათ?

„თამაშის დამთავრებიდან 7 წუთში გასახდელიდან ვიდეოთი ჩამერთო. იჯდა გაღეღილი ხალათით, სველი და ხმადაკარგული. შემდეგ, უკვე შინ რომ მიდიოდა მანქანიდანაც დამირეკა და მერე დილით, როდესაც ლოგინში ორი შვილი ეწვინა. იმ დღეს ბავშვები სკოლაში არ წავდნენ. სიმონეს დილის 9 საათზე უკვე 411 მესიჯი ჰქონდა ტელეფონში’’.

მიუნხენში თუ წახვალთ ფინალის სანახავად?

„არავითარ შემთხვევაში. სან ნიკოლოში ჩემს იღბლიან დივანს ვერ შეველევი. ჩამოვწევ ჟალუზებს, მოვიდგამ ვისკის, მოვიმარაგებ სიგარეტს და ვისაც მინდა იმას ვაგინებ, იმიტომ, რომ ვერავინ გაიგებს. ისე, „სან სიროზე’’ აბონემენი მაქვს, სადაც სენატის პრეზიდენტ იგნასიო ლა რუსასა და მილანის მერის გვერდით შემიძლია ჯდომა, მაგრამ სულ სამჯერ ვარ ნამყოფი’’.

პიპოც მაგარია…

„ის „პიზას’’ წვრთნის. „ინტერს’’ კი არა, „პიზას’’ და გუნდი მე-13 ადგილიდან სერია A-ში გადაიყვანა.  შვილებით ძალიან ვამაყობ. ერთი პოლემიკაც კი არ გვქონია, ერთი წყენა, ერთი უადგილოდ ნათქვამი სიტყვა. ასეთები იყვნენ ფეხბურთელობს დროს და ასეთები არიან მწვრთნელობის წლებში. და კიდევ, ისინი ზოგიერთისგან (ჯან პიერო გასპარინისგან) განსხვავებით ჟურნალისტებს ბოთლებს არ ესვრიან. არადა, ყველგან „ატალანტაზე’’ ლაპარაკობენ, „ატალანტა’’ აქეთ, „ატალანტა’’ იქით…