შეიძლება იყოს ‎2 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები and ‎ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „‎CNO LIBERT ששני d ONe‎“‎‎ გამოსახულება
ბათუმმა პირველი მარცხი შინ, ჩემპიონ იბერიასგან იგემა – 2:3

ეროვნული ლიგის მე-13 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს 16 გოლი გაუტანეს (მანამდე სარეკორდო მე-9 ტური გახლდათ – 15 გოლი).

მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა „იბერიამ“ მეორე ადგილზე მყოფი „ბათუმი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა და უშუალო კონკურენტს უკვე 9 ქულით გაუსწრო. ეს ბათუმელთა პირველი წაგება გახლდათ წლეულს ეროვნულ ლიგაში, „იბერია“ კი ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

სტუმართაგან პირველი ბურთი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. ეს ირაკლის 128-ე გოლი გამოდგა უმაღლეს ლიგაში, ამისდაკვალად, მან ჯაბა დვალს გადაუსწრო და ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადავიდა, წინ მხოლოდ ზურაბ იონანიძე (216) და ლევან ხომერიკი (140) არიან.

ამ ტურში ორი ავტოგოლი გავიდა. ერთი „სამგურალის“ განელმა ჯუდ არტურმა შეაგდო საკუთარ კარში „გაგრასთან“ მატჩში, მეორე დინამოელმა საბა ხვადაგიანმა „თელავთან“ შეხვედრაში.

„ტორპედომ“ მნიშვნელოვანი მარჩი მოიგო „დილასთან“ სტუმრად (0:1). ხოლო „გარეჯმა“ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და ბოლოდან მე-8 ადგილზე აღზევდა. დუბლი მიითვალა გარეჯელთა ახალწვეულმა ვახო ბედოშვილმა.

დილა 0:1 ტორპედო

0:1 შერიფი (3)

სამგურალი 0:2 გაგრა

0:1 არტური (2 საკ. კარში), 0:2 ხარებაშვილი (90+1)

ბათუმი 2:3 იბერია

1:0 პაულაუსკასი (18), 1:1 სიხარულიძე (23), 1:2 ტაბატაძე (39), 2:2 მარა (44), 2:3 ჯინჯოლავა (82)

გაძევება: უაჰაბი (87) – ბათუმი

დინამო 2:1 თელავი

1:0 გვილია (27), 2:0 მორჩილაძე (41), 2:1 ხვადაგიანი (45+1 საკ. კარში)

გარეჯი 4:1 კოლხეთი

1:0 ბედოშვილი (18), 2:0 პაპავა (38 პენ), 3:0 ბედოშვილი (59), 3:1 აბუაშვილი (73), 4:1 ქომეთიანი (89)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199930188448:2362
დილა30202850:3062
ტორპედო30148846:3450
დინამო301310741:2549
სამგურალი301151446:4138
ბათუმი309101133:4337
გაგრა301061432:4436
საგარეჯო306121233:3930
თელავი30781527:4829
კოლხეთი30471926:5519