„ბარსელონასთან’’ 4:3 გამარჯვების შემდეგ მილანელთა არგენტინელმა თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა Sky Sport-თან ილაპარაკა:
„პირველ შეხვედრაში ბევრ სირთულეს წავაწდით, მაგრამ დღეს დიდებული გუნდური თამაში ვაჩვენეთ. ფეხზე პრობლემა მქონდა და პირველი ორი დღე ძალიან განვიცდიდი. მთელი კვირა ორმაგ ვარჯიშებს ვატარებდი, რათა მოედანზე ვყოფილიყავი და თანაგუნდელები მარტო არ დამეტოვებინა. გამოჯანმრთელება მოვახერხე და ძალიან მჭიდროდ მოჭერილი ბანდაჟით ვითამაშე.
ჩემს ცოლს და შვილებს დავპირდი, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებდი. დედაჩემიც კი, რომელიც არგენტინაშია, მთელ დღე მირეკავდა. ის ჩემს ამბებს ძალიან განიცდის. ახლა, უამრავ მესჯებს გამომიგზავნის.
ბევრი ფიქრი მიტრიალებს თავში, ბევრი რამ მაქვს სათქმელი… ძლიერ გუნდს შევხვდით, მაგრამ „ინტერი’’ ოთხი თუ ხული წელიწადი მუშაობდა დონის ასამაღლებლად. ახლა სრული უფლება გვაქვს ვიამაყოთ. ეს გუნდი არასდროს ნებდება და ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავს. ამ სტადიონს და ფანებს მადლობა უნდა ვუთხრათ. ჩემპიონთა ლიგაზე მას მერე ვფიქრობთ, რაც ფინალი წავაგეთ (2023 წელს „მანჩესტერ სიტისთან’’). ახლა შეგვიძლია ამ დიდი კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი დავწეროთ’’.