საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ახლახან მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. ახალ ზელანდიაში ჩვენებმა ყველა მეტოქე დაჩაგრეს და პირველობაც დამსახურებულად იზეიმეს.
დღეს კი იმ გუნდების ვინაობა გაირკვა, რომლებიც A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან – ბელგია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ავსტრალია, ხორვატია და სერბეთი.
შეჯიბრება ამ ჯგუფში გაისად, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს, რაც კიდევ უფრო დასაწინაურებლად ჩვენების შანსებს გაზრდის…