Luis Enrique n'a pas exprimé la moindre inquiétude avant la demi-finale retour contre Arsenal. REUTERS/Christian Hartmann„პარი სენ ჟერმენმა’’ სტრასბურში 1:2 წააგო. ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში არ უთამაშია, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე თავისი ფეხბურთელები მაინც შეაქო.

აქვთ გულშემატკივრებს ამ (ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე) წაგების შემდეგ ნერვიულობის საბაბი?

მინდა ვთქვა, რომ ჩემი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. მომეწონა როგორ ითამაშა. დღეს მეტად სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის. „სტრასბური’’ ძლიერია როგორც ფიზიკურად ასევე ტექნიკურად, ჩვენ კი მას საყმაწვილო აკადემიის აღზრდილი ოთხი მოთამაშით დავუპირისპირდით. შეხვედრის ბოლო მოედანზე აკადემიის აღზრდილი უკვე ხუთი ჭაბუკი გვყავდა. როგორც ლიგა 1-ის ყველა სხვა შეხვედრა დღევანდელი მატჩიც ფრიად მაღალი ოდნისა იყო.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის კარგად მოემზადეთ?

დიახ, ყველა მიზანი, რომელიც დასახული მქონდა აღსრულდა, მატჩის ანგარიშის გარდა.

ახლა ლიგა 1-ის თამაშებზე ნაკლებად ხართ ფოკუსირებული?

იმაზე, რაც დღეს მოხდა დიდხანს გაჩერება არ ღირს. ვიმეორებ, ყველაფერი, რაც დღევანდელი თამაშისგან მინდოდა მივიღე. ამაზე მეტი კომენტირება სასაცილო იქნება. ჩვენ ფრესთან ახლოს ვიყავით. გვქონდა შანსები და შეგვეძლო გაგვექვითა.

კმაყოფილი ხართ ბრედლი ბარკოლას თამაშით? მან კვლავ გაიტანა.

ჩვეულებრივ ცალკე აღებულ ფეხბურთელს არ გამოვყოფ ხოლმე. არც გოლის ან ამა თუ იმ მოქმედების შეფასება მიყვარს. ბარკოლას ჩათვლით ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა.

„არსენალის’’ მწვრთნელმა მიკელ არტეტამ შაბათს „ბორნმუთთან’’ პრემიერლიგის შეხვედრაში (1:2)  ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის მონაწილე 9 ფეხბურთელი ათამაშა, თქვენ კი დღეს მხოლოდ ერთი გამოიყვანეთ. რომელი სტრატეგია სჯობს?

გუნდის გაძღოლის მეთოდი ყველას თავისი აქვს. ყველას განსხვავებული კალენდარი და მდგომარეობა გამოერჩევს. „არსენალი’’ და პსჟ სხვადასხვა სიტუაციაში არიან, ამიტომ ვერ გეტყვით რომელი რას სჯობს. მეტს ვეღარაფერს დავამატებ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს.

კან-ინგ ლის ტრავმაზე რას გვეტყოდით?

მას წვივში მიარტყეს. ჩემი აზრით ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს.