შეიძლება იყოს 4 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები and ტექსტი გამოსახულება
თელავი – ტორპედო 1:3

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სადაც ლიდერმა „იბერიამ“ უშუალო მდევარ „დილას“ უმასპინძლა. თბილისელებმა ირაკლი სიხარულიძის გოლით 1:0 მოიგეს, 30 ქულა მოაგროვეს და გორელებს 7 პუნქტით გაუსწრეს. ამასობაში „ბათუმმა“ „გაგრასთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა და 24 ქულით მეორე საფეხურზე დადგა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ბოლო წუთამდე აგებდნენ, მაგრამ მშველელად ისევ ჯალენ ბლესა გამოუჩნდათ. ესპანელისთვის ეს მე-7 გოლი გამოდგა მიმდინარე სეზონში და ის ბომბარდირთა დავას ისევ სათავეში უდგას. 5-5 ბურთი გაიტანეს ფოთელმა გიორგი აბუაშვილმა და იბერიელმა იური ტაბატაძემ.

პირველი გამარჯვება მოიპოვა „გარეჯმა“ გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით. ამით საგარეჯოელებმა რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. 9 ქულით ისევ ბოლო, მე-10 ადგილზე არიან, თუმც კონკურენტებს კი მიუახლოვდნენ, მათ წინ მდგარ „თელავს,“ „კოლხეთსა“ და „გაგრას“ 11-11 ქულა აქვთ.

„დინამომ“ შანსი არ დაუტოვა „კოლხეთს – 3:0. „ტორპედომ“ კი სტუმრად კერკეტი „თელავი“ 3:1 დაამარცხა, ცხრილში ერთი საფეხურთ აიწია და მე-5 ადგილზე დადგა.

იბერია 1:0 დილა

1:0 სიხარულძე (67)

დინამო 3:0 კოლხეთი

1:0 ვაწაძე (12), 2:0 მორჩილაძე (15), 3:0 ლომინაძე (89)

გაძევება: მეიტე (85) – კოლხეთი

გარეჯი 2:1 სამგურალი

1:0 ეკონგოლო (14), 1:1 ფანცულაია (63), 2:1 პაპავა (64)

თელავი 1:3 ტორპედო

0:1 იონსენი (55), 0:2 გიგაური (53), 0:3 ღუდუშაური (66), 1:3 ჟივიძე (77)

გაგრა 1:1 ბათუმი

1:0 ბორჟესი (41), 1:1 ბლესა (90)