საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ბოლო მატჩში ტაილანდი 15:1 გაანადგურა და ამავე დივიზიონის A ჯგუფის საგზური მოიპოვა.
გოლები დანილ დავიდოვმა (4), არტიომ კოზიულინმა (3), ტიმურ ბეშაროვმა (2), კონსტატინ გავრილენკომ, დანილ მეტლიუკმა, მაკარ ნიკიშანინმა, ალექსანდრ კირეევმა, ივან შვეცოვმა და ბორის კოჩკინმა გაიტანეს.
ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში ხუთივე თამაში მოიგეს და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.
შეგახსენებთ, მანამდე ჩვენებმა ჩინეთის ტაიპეის (3:1), ბულგარეთს (8:7), ახალი ზელანდიასა (5:0) და ისლანდიას (4:0) აჯობეს. შედეგად, საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები გაისად მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში გამოვა, რომელიც ჰოკეის სამყაროში რანგით მესამე დივიზიონია.