Headcoach Xabi Alonso of Bayer 04 Leverkusen during the Bundesliga match between Bayer 04 Leverkusen and FC Augsburg at BayArena on April 26, 2024 in...„ლევერკუზენი’’ ჩაბი ალონსოს შემცვლელს ეძებს. ალონსო დიდი ალბათობით „რეალში’’ გადავა. მადრიდელები მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში ახალი ძალით შეუდგებიან.

ალონსოსთან მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს’’ ლეგენდარული იტალიელი კარლო ანჩელოტი ტოვებს და მართალია მის ბრაზილიის ნაკრებში გადასვლას ჯერჯერობით ვერავინ ადასტურებს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქიდან რომ აიბარგება ამას წყალი არ გაუვა.

„ლევერკუზენის’’ ბუნდესლიგური სეზონი 17 მაისს მთავრდება. „რეალი’’ იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსოს აშშ-ში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე გადაიბირებს. კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი ივნისის შუაში იწყება.

გერმანული კლუბი საკითხს პრაგმატულად უდგება. მის ხელმძღვანელებს კარგად ესმით, რომ ალონსოს „რეალში’’ მუშაობა სურს და პრობლემებს არ ქმნიან. ჩაბი ალონსო 2009-14 წლებში „ბლანკოსის’’ ფეხბურთელი იყო. როგორც ამბობენ, „ლევერკუზენის’’ აღმასრულებელი დირექტორი ფერნანდო კარო სამსახურს „ბარსელონას’’ ყოფილ თავკაცს ჩავის სთავაზობს.

„კიკერი’’ წერს, რომ გერმანული კლუბის სამიზნე ჰოლანდიელი ერიკ ტენ ჰაგიც არის, რომელიც ოქტომბერში „მანჩესტერ იუნაიტედს’’ დაშორდა და დიდ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას ცდილობს.