ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ოსმან დემბელემ შეიძლება ვერ ითამაშოს. „არსენალისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ლონდონის „ემირეით სთედიუმზე’’ ფრანგმა თავდამსხმელმა მარჯვენა ბარძაყი იტკინა და მოედანი საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე დატოვა.
დემბელემ ოთხშაბათს დაისვენა და ხუთშაბათს, გვიან შუადღისას, დანარჩენი თანაგუნდელების მსგავსად კამპუსში გამოცხადდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო გუნდურ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია.
„პარიზიენის’’ ინფორმაციით პრობლემა მხოლოდ ეგრეთწოდებული კუნთის გადაღლა არ არის. როგორც ირკვევა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს საუკეთესო ბომბარდირი ორთავა კუნთის გაჭიმვასაც შეუწუხებია, რასაც რამდენიმედღიანი დასვენება სჭირდება. შესაბამისად, მისი მონაწილეობა საპასუხო მატჩში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. კლუბიდან გამოსულ ხმათა თანახმად ვერავინ ამბობს დემბელეს მწყობრში ჩაყენებისათვის საკმარისია თუ არა ორ ნახევარფინალურ მატჩს შორის არსებული რვადღიანი დასვენება. „პარიზიენი’’ წერს, რომ ექიმები საბოლოო სოტყვას მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე თუ იტყვიან. ერთი რამ ცხადია: დემბელეს ჯანრთელობას რისკის ქვეშ არავინ დააყენებს.
RMC სპორტიც ადასტურებს „პარიზიენის’’ ცნობას, რომ ხუთშაბათს დემბელეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. ლუის ენრიკეს უთქვამს, რომ მისთვის მთავარი ფეხბურთელის გამოჯანმრთელებაა, ოღონდ, რასაკვირველია, სასურველია ეს ოთხშაბათამდე მოხდეს.
რაც შეეხება ლიგა 1-ის შაბათის შეხვედრას „სტრასბურთან’’, მას პარიზელთათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ცხადია დემბელე მაყურებლის როლში იქნება.