
არადა, დასაწყისი სახარბიელო ვერ გამოდგა. ჩვენები პირველ პერიოდში 0:2 ჩამორჩნენ, მეორეს დასაწყისში კი, მესამეც გაუშვეს. თუმცა, შემდეგ ზედიზედ ხუთი შაიბა შეაგდეს და ბოლო პერიოდს 5:3 შეხვდნენ.
თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ დასკვნითი 20 წუთი ფრიად დაძაბული გამოდგა. ბულგარელებმა ისევ გაგვითანაბრეს, საქართველო ისევ ორი შაიბით დაწინაურდა, მაგრამ მატჩი მაინც ფრედ მორჩა – 7:7.
გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გაირკვა, სადაც გადამწყვეტი გოლი ბორის კოჩკინმა შეაგდო. საქართველოს ნაკრებში თავი ასევე მაკარ ნიკიშანინმა (3), ნიკიტა ბუკიამ (2), ივან კარელინმა და კონსტანტინ გავრილენკომ გამოიჩინეს.
ოვერტაიმში მოგებით საქართველოს 100 %-იანი მაჩვენებელი აღარ აქვს, მაგრამ ჯგუფს 8 ქულით ლიდერობს. ჩვენებს კიდევ ორი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3-ში – ტაილანდთან. ამ ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის საგზურს მოიპოვებს.