Leandro Trossard and Oleksandr Zinchenko of Arsenal during a training session and press conference ahead of their UEFA Champions League 2024/25 semi...ორშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე „არსენალის’’ მწვრთნელი მიკელ არტეტა მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანდა. რაოდენ ძლიერი გუნდიც გინდა იყოს „მეთოფეების’’ მეტოქე პსჟ, მეოთხედფინალში მათ ჩემპიონთა ლიგს 15-გზის გამარჯვებული „რეალი’’ დაამარცხეს და საკუთარი ძალების რწმენის სრული უფლება აქვთ.

თქვენ შეგიძლიათ „არსენალს’’ პირველად მოაგებინოთ ჩემპიონთა ლიგა. რას ნიშნავს ეს?

ჩვენ რამდენიმე დიდი წინააღმდეგობა გადავლახეთ და აი, ნახევარფინალში ვართ. ეს ჩვენს ამბიციურობაზე და მენტალიტეტზე მეტყველებს. საუცხოო ისტორიას ვწერთ. მადას ნამდვილად არ ვუჩივით.

მხრებზე ისტორიული მოვლენის სიმძიმე გაწევთ. ძნელია მისი ტარება?

ჩვენ ამ სიმძიმძეს ვგრძნობთ. აქ, სტაფში არიან ადამიანები, რომლებიც „არსენალში’’ ადრეც მუშაობდნენ, მაგრამ მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. გვინდა ჩვენი მაღალი კლასის ოფიციალური დამატკიცებელი საბუთი მოვიპოვოთ.  ფანების გახარება და ისტორიის შექმნა გვსურს. მიზანთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ შესაძლებლობას გამოყენება უნდა.

კლუბში ასეთი კარგი ატმოსფერო არასდროს ყოფილა, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

დიახ, და იმედი მაქვს, რომ ერთი საფეხურით მაღლა ავიწევით.

„პარი სენ ჟერმენის’’ თავდასხმას როგორ უნდა გაუმკლავდეთ?

პსჟ დიდი გუნდია, მაგრამ ჩვენც გვყავს კარგი ფეხბურთელები. ვფიქრობ, თანაბარი ბრძოლა იქნება. დარწმუნებულები ვართ, რომ ინიციატივა ჩვენს ხელთ იქნება და მოვიგებთ. მთავარია ჩემს ფეხბურთელებს საკუთარი ძალებისა სწამდეთ. სწორედ ამას ვითხოვ მათგან.

გეყოფათ მხნეობა, რომ პირველი თამაში მოიგოთ?

თქვენ ნახეთ ჩვენი თამაში „რეალთან’’.  არაფრის შეცვლას ვაპირებთ. რასაკვირველია, მეტოქის მიხედვით ადაპტაციასაც მოვახდენთ, მაგრამ თავად იდეა ჩვენთვის სრულიად კომფორტულია. უკვე ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია. გამოცდილება, რომელიც „რეალთან’’ შეხვედრაში შევიძინეთ საკუთარი თავის რწმენაში დიდად გვეხმარება.

ზეწოლას როგორ უმკლავდებით?

ყველას მოედანზე ყოფნა და თამაში უნდა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ დიდი გუნდი ვართ. ბიჭებმა იციან რა უნდა გააკეთონ.

იცით, რომ „რეალის’’ დამარცხების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი „არსენალია’’?

დიახ, ასე ვფიქრობთ. ჩვენ შეჯიბრების მონაწილეთა შორის საუკეთესო გუნდი გვყავს. ეს თითქოს მოულოდნელი იყო, მაგრამ დიდებულია.

როგორი გავლენა იქონია პსჟ-მ თქვენი როგორც ფეხბურთელის კარიერაზე?

ყოველთვის პარიზელთა მადლობელი ვიქნები. ამასწინათ ვნახე ჩემი და რონალდინოოს ფოტო სხვა ბიჭებთან ერთად. ეს სურათი მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემთან დარჩება.